კირან ტრიპიერი: მესი თამაშის უდიდეს ნაწილს სიარულში ატარებს

  • 30-11-2019, 21:35
  • კირან ტრიპიერი: მესი თამაშის უდიდეს ნაწილს სიარულში ატარებს

    მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი კირან ტრიპიერი, "ბარსელონასთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ, ლიონელ მესის თამაშის უჩვეულო სტილზე საუბრობს.

    "მესი უცნაურად თამაშობს. ის შეხვედრის დიდ ნაწილს უბრალოდ სიარულში ატარებს.

    როდესაც სადიო მანეს წინააღმდეგ თამაშობ, იცი, რომ თუ ყურადღებას მოადუნებ, ერთ წამში შენს უკან გაჩნდება. მესის კი, რამდენჯერაც შეხედავ, სულ ერთ ადგილასაა. დროის უდიდეს ნაწილს ის სიარულში ატარებს, მაგრამ უცებ, სანამ გაიგებ, რა მოხდა, მას გოლი გააქვს.

    მესის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და ვიცი, რომ ის მცირე სივრცესაც კი ძალიან კარგად ითვისებს. სანამ "ბარსა" სამ პასს გააკეთებს, მან უკვე იცის, სად მივა ბურთი.

    მესი გასაოცრად ჭკვიანია. მას მაშინაც უნდა უფრთხოდე, როდესაც უბრალოდ დადის. ის დაუჯერებელია, ისტორიაში საუკეთესო.

    თუმცა, "ბარსელონაში" მხოლოდ მესი არაა. მის გარშემო დიდებული ფეხბურთელები არიან. მთელს "ბარსელონაზე" უნდა იფიქრო. მაგალითად, არტური შესანიშნავი მოთამაშეა." - ციტირებს ინგლისელის სიტყვებს The Athletic.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Fc Barca Batumi წევრი [?]

    2 დეკემბერი 2019 02:14

    ეი, ტრიპიერ! მაგ მოსიარულემ რომ გაგთხარა, წარმოიდგინე რომ ერბინა, რამდენს დაგტენიდა smile

    2
    გასულია
    barsamesia გულშემატკივარი [?]

    1 დეკემბერი 2019 01:55

    რომ დადის ისე იგებს მე-6 ოქროს ბურთს, თორემ რომ დარბოდა 5-ჯერ ჰქონდა უკვე

    8
    გასულია
    ani-barca10 Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 23:57

    მესიი შე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელო :დ

    12
    --------------------
    38 წლის ფედერერმა ჯოკოვიჩი გაიფინა :დდდ https://m.youtube.com/watch?v=AlEShGJvIrg

    ბარსელონა რეალს იფენს მუდამ

    21 საუკუნე, პიკე 36 ტიტული > რეალი 22 ტიტული
    გასულია
    Messi_Goat 10❤ გულშემატკივარი [?]

    30 ნოემბერი 2019 23:56

    იმედია ხვალ ატლეტიკო 11 კაც ი თ არ ითამაშებს დაცვაში

    1
    გასულია
    tigresa Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 23:49

    ოჰ, მოთხოვა ახლა 33 წლისას 90 წუთი სირბილი, როცა საჭიროა მაშინ დარბის. დქდის და მაინც იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე დანარჩენი ფეხბურთელები:))

    4
    გასულია
    me da barca Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 23:12

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ხვალ ვიგებთ,ურთულესია გასვლაზე ავტობუსის დამარცხება,მაგრამ მაინც უნდა მოვიგოთ.

    მაგათი ავტობუსი არ გაიშვას არსად wink ჯარიმებს რას უზავენ??? ზოგი წინ დადგება, ზოგი უკან, ზოგი გვერდზე, ზოგი ახტება, ზოგი დაწვება და რაა? მაინც გადაიშხუილებს ბურთი ცხრიანში.. smile
    ხო, კიდევ, პიკე და ბუსკეცი ჩაუკეტავენ მეკარეს ხედვის არეალს და ეგააა.. smile
    ავტობუსი არა უშავს, მესი ბურთის ზომის სივრცეს სადმე მაინც დაინახავს და ..ატლეტიკო "კაპუტ". . smile

    ბუსკეთსი არ იქნება ხვალ, 5 ყვითელი დაუგროვდა.

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 22:54

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ხვალ ვიგებთ,ურთულესია გასვლაზე ავტობუსის დამარცხება,მაგრამ მაინც უნდა მოვიგოთ.

    მაგათი ავტობუსი არ გაიშვას არსად wink ჯარიმებს რას უზავენ??? ზოგი წინ დადგება, ზოგი უკან, ზოგი გვერდზე, ზოგი ახტება, ზოგი დაწვება და რაა? მაინც გადაიშხუილებს ბურთი ცხრიანში.. smile
    ხო, კიდევ, პიკე და ბუსკეცი ჩაუკეტავენ მეკარეს ხედვის არეალს და ეგააა.. smile
    ავტობუსი არა უშავს, მესი ბურთის ზომის სივრცეს სადმე მაინც დაინახავს და ..ატლეტიკო "კაპუტ". . smile

    რა თქმა უნდა მესის ჯარიმასაც ველოდები და ზოგადად საფირმო მატჩსაც,მაგრამ ძირითადს როგორ დააკომპლექტებს ეგაა მთავარი. რაკიტიჩი არ უნდა დააყენოს ძირითადში და არტურს უნდა ენდოს. ფატი ჯერ პატარაა,რომ გასვაზე ითამაშოს ავტობუსის წინააღმდეგ. უნდა მოვიგოთ,გარდა სატურნირო მოტივაციისა,ფსიქოლოგიურად აუცილებელია ფეხბურთელებისათვის ატლეს დამარცხება,უნდა დაიბრუნონ საკუთარი თავის რწმენა.

    6
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    30 ნოემბერი 2019 22:38

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ხვალ ვიგებთ,ურთულესია გასვლაზე ავტობუსის დამარცხება,მაგრამ მაინც უნდა მოვიგოთ.

    მაგათი ავტობუსი არ გაიშვას არსად wink ჯარიმებს რას უზავენ??? ზოგი წინ დადგება, ზოგი უკან, ზოგი გვერდზე, ზოგი ახტება, ზოგი დაწვება და რაა? მაინც გადაიშხუილებს ბურთი ცხრიანში.. smile
    ხო, კიდევ, პიკე და ბუსკეცი ჩაუკეტავენ მეკარეს ხედვის არეალს და ეგააა.. smile
    ავტობუსი არა უშავს, მესი ბურთის ზომის სივრცეს სადმე მაინც დაინახავს და ..ატლეტიკო "კაპუტ". . smile

    1
    გასულია
    Griezzy7 წევრი [?]

    30 ნოემბერი 2019 22:36

    აი ატლეტიკოს უპრობლემოდ მოუგებსს ესეთი ბარსელონაც კი ამაში 100% დარწმუნებულივარ!!!

    1
    გასულია
    JUZI წევრი [?]

    30 ნოემბერი 2019 22:34

    ხოდა ხვალე მაგ სიარულით რომ მოგიგებთ თქვენ და ჩოლომ ირბინეთ თავქუდმოგლეჯილებმა.😂

    12
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 22:31

    არ ჭირდება მესის ზედმეტი სირბილი იმის გასაკეთებლად რის გასაკეთებლადაც სხვა დარბის

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    30 ნოემბერი 2019 21:38

    ხვალ ვიგებთ,ურთულესია გასვლაზე ავტობუსის დამარცხება,მაგრამ მაინც უნდა მოვიგოთ.

    12
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂

    პარტნიორები

    Flashscore.ge