ლიონელ მესის მორიგი აღიარება

  • 28-11-2019, 19:08
  • ლიონელ მესის მორიგი აღიარება

    ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2019 წლის ინდივიდუალური ჯილდოების ჩამორიგება დაიწყო.

    ჯერჯერობით გამარჯვებული გამოვლენილია 8 ნომინაციაში, აქედან ხუთში "ბარსელონას" თავისი წარმომადგენელი ჰყავს (დანარჩენი 3 ნომინაციაა საუკეთესო კაცი მსაჯი, საუკეთესი ქალი მსაჯი, ნაკრების საუკეთესო მწვრთნელი).

    თავის პოზიციაზე საუკეთესოდ დაასახელეს ლიონელ მესი. არგენტინელი წლის საუკეთესო გამთამაშებელი გახდა. ლეომ ეს ჯილდო მეოთხედ მოიგო. მანამდე საუკეთესო გამთამაშებლად ის 2015, 2016 და 2017 წლებში დაასახელეს. მესიმ 299 ქულა აიღო და მე-2 ადგილზე გასულ კევინ დე ბრუინს 214 ქულით აჯობა.

    საუკეთესო გამთამაშებლების ჩამონათვალში, 25 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა ფრენკი დე იონგი, ხოლო 20 ქულით მე-9 პოზიცია დაიკავა ანტუან გრიზმანმა.

    წლის საუკეთსო მეკარე ალისონ ბეკერი გახდა, რომელმაც 286 ქულა მოაგროვა. 104 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

    წლის საუკეთესო ქალი გამთამაშებლების ათეულში "ბარსელონას" 2 ფეხბურთელი მოხვდა. 33 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა ლიკე მარტენსმა, ხოლო ჯენიფერ ერმოზო, 14 ქულით, მე-9 პოზიციაზე გავიდა.

    "ბარსელონას" ქალთა გუნდის მეკარე სანდრა პანიოსი, საკუთარ პოზიციაზე, მე-6 ადგილზე გავიდა. მან 23 ქულა დააგროვა.

    საუკეთესო ათეულში მოხვდა ერნესტო ვალვერდეც. ის, 6 ქულით, წლის მე-10 საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად დასახელდა.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Serenity. გულშემატკივარი [?]

    28 ნოემბერი 2019 20:23

    ვალვერდე რატოა მანდ საერთოდ 😆

    5
    გასულია
    jack slater ფანი [?]

    28 ნოემბერი 2019 19:35

    წოვია ქრისტი სადაა?

    9
    გასულია
    ani-barca10 Culé [?]

    28 ნოემბერი 2019 19:32

    ისტორიაში ერთადერთია მესი თან საუკეთესო გამთამაშებელიც როა და თან საუკეთესო ფორვარდიც :დდდ

    29
    --------------------
    38 წლის ფედერერმა ჯოკოვიჩი გაიფინა :დდდ https://m.youtube.com/watch?v=AlEShGJvIrg

    ბარსელონა რეალს იფენს მუდამ

    21 საუკუნე, პიკე 36 ტიტული > რეალი 22 ტიტული
    გასულია
    NS50 წევრი [?]

    28 ნოემბერი 2019 19:32

    ნამდვილი აღიარება და დაფასება მეექვსე ოქროს ბურთი იქნება smirk

    15
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    28 ნოემბერი 2019 19:19

    საუკეთესოა ლომი

    11
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    28 ნოემბერი 2019 19:16

    შტეგო როგო იჩაქაგრება ამ მძორების და მაზილების გამო, თორე ალისონი ვინ ჩემი ფეხებია შტეგოსთან

    17

    პარტნიორები

    Flashscore.ge