დიმტარ ჰამანი: კოუტინიო იმის ნახევარიც არ არის, რაც ღირს
ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა, რომელიც "ლივერპულში" 199-2006 წლებში ასპარეზობდა, აღნიშნა, რომ ფილიპე კოუტინიომ ვერც "ბაიერნში" გაიარა ადაპტაცია და ფასის შესაბამის სათამაშო ხარისხს ვერ აჩვენებს.
"ამ ეტაპზე, კოუტინიოს არ შევიძენდი. მას არაფერი უჩვენებია საიმისო, რომ 100 მილიონ ევროზე მეტი ღირდეს. ამ მომენტისთვის ის იმის ნახევარიც არ არის, რაც ღირს. კოუტინიო ემოციური ფეხბურთელია. ყველას როდი შეუძლია "ბაიერნში" თამაში. ეს განსაკუთრებული კლუბია." - ციტირებს გერმანელის სიტყვებს Sport.
ფილიპე კოუტინიო 2018 წელს "ბარსელონამ" "ლივერპულიდან" 120 მილიონ ევროდ შეიძინა, ამ წლის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარაზე კი იჯარით "ბაიერნში" გაუშვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]