იურგენ კლოპი: "ოქროს ბურთი"? საუკეთესო მესია, მაგრამ...

იურგენ კლოპი: "ოქროს ბურთი"? საუკეთესო მესია, მაგრამ...

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ თუ "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოვლენა გასული სეზონის შედეგების მიხედვით ხდება, ჯილდო ვირჯილ ვან დაიკმა უნდა მიიღოს, ხოლო სხვა შემთხვევაში - ლეო მესიმ.

"თუ "ოქროს ბურთს" თავისი თაობის საუკეთესო ფეხბურთელს ვანიჭებთ, მაშინ ეს ჯილდო ყოველთვის ლიონელ მესიმ უნდა მიიღოს. თუმცა, თუ საუკეთესოს გასული სეზონის მიხედვით ვავლენთ, მაშინ ასეთი ვირჯილ ვან დაიკია.

არ ვიცი, როგორ ხდება "ოქროს ბურთის" გადაცემა. ჩემთვის, ყველაფერი ასეა: ზოგადად საუკეთესო, ან ისტორიაში საუკეთესო? ლიონელ მესი. გასული სეზონის საუკეთესო? ვირჯილი. ვნახოთ, რა მოხდება." - განაცხადა კლოპმა Sky Sports-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" გამარჯვებული 2 დეკემბერს დასახელდება. ფავორიტებად სწორედ მესი და ვან დიაკი მიიჩნევიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 ნოემბერი 2019 21:26
    1
    ეს ის ვან დეიკი ხო არ არის ბარსასთან ნახევარფინალში როგორც კი ლეოს დაინახავდა წივილ კივილს რო ტეხდა და ყველას ერთად ეძახდა რო მარტო არ დარჩენილიყო ლეოს პირისპირ და ის არ მოსვლოდა რაც ბოატენგს მოუვიდა 2015-ში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 ნოემბერი 2019 18:04
    3
    რა ლოგიკით მერე რა ლოგიკით დაასაბუთონ რატო ეკუთვნის ვან დეიკს ოქროს ბურთი და ხმას არ ამოვიღებ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 ნოემბერი 2019 11:47
    20
    თუ გუნდურ მიღწევაზეა საუბარი, მაშინ ეს ჯილდო ლივერპულს უნდა გადასცენ, ხოლო თუ ინდივიდუალურ ჯილდოზეა საუბარი, მაშინ ეს მესიმ უნდა მიიღოს.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 25 ნოემბერი 2019 11:41
    20
    ჰერ შიზოფრენიკისგან ობიექტურ კომენტარს არც ველოდი! მესი საუკეთესოა,მათ შორის გასული სეზონის მიხედვითაც და ვინც ამას ვერ ხვდება/არ აღიარებს ის ან ჰეითერია, ან ვირჯოს მწვრთვნელი joy
    დაელოდეთ და ნახავთ, როგორ აღმართავს მეექვსეს G.O.A.T.