"ლაიფციგი" "ბარსელონას" სამიზნეს 70 მილიონიანი ფასდაკლებით შეიძენს

"ლაიფციგი" "ბარსელონას" სამიზნეს 70 მილიონიანი ფასდაკლებით შეიძენს

ნორვეგიელი ამომავალი ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი, ევროპის საუკეთესო კლუბების, მათ შორის "ბარსელონას" ყურადღების ცენტრშია. თუმცა, არის შანსი, 19 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონში "ლაიფციგში" აღმოჩნდეს. 

გერმანული Bild-ის ინფორმაციით, "ლაიფციგს" ჰოლანდის სანაცვლოდ "ზალცბურგისთვის" მხოლოდ 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, როცა სხვა კლუბებისთვის ეს თანხა 100 მილიონია. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ორ კლუბს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობაა, რადგან ორივეს მფლობელი ენერგეტიკული სასმელების გიგანტი Red Bull-ია. 

"ლაიფციგი" "ზალცბურგიდან" პერსპექტიულ მოთამაშეებს ხშირად იმატებს. ბოლოდროინდელი ტრანსფერებიდან დაიო უპამეკანოს და ნაბი კეიტას გამორჩევა შეიძლება. 

ერლინგ ჰოლანდი "ბარსასთვის" ლუის სუარესის შემცვლელად მოიაზრება, თუმცა, როგორც ფეხბურთელის მამამ განაცხადა, მისი სურვილი პრემიერ ლიგაში თამაშია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 ნოემბერი 2019 07:58
    4
    პრემიერ ლიგაში თუ უნდა მიეცით გზა ფართო. 100 მილიონი არა ჯონჯოლი.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 24 ნოემბერი 2019 23:58
    6
    გრიზი გაქაჩავს 4-5 წელი ტოპ დონეს მერე გამოჩნდება ვინმე,ან აკადემიიდან წამოვა თაობა. სისულელეა ამაში 100 მილიონის გადახდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 ნოემბერი 2019 23:53
    5
    ძაან მაგარი ბიჭია ეს უნდა ვიყიდოთ და დავტოვოთ სუა და გრზიმანი გვყავს და სანამ სუა წავა მანადმე ამის მოყვანა არ შეიძლება უბრალოდ გაფუჭდება 2 სეზონის ბაზარია მანამდე კიდე უფრო გაიზრდება და გამოცდილებას მიიღებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued