ბონუსების ახალი სისტემა "ლა მასიას" წარმატებისთვის

  • 23-11-2019, 01:12
  • ბონუსების ახალი სისტემა "ლა მასიას" წარმატებისთვის

    "ბარსელონა" აპირებს საფეხბურთო აკადემიასა და პირველ გუნდში ბონუსების ახალი სისტემა დანერგოს, რაც ხელს "ლა მასიას" აღსაზრდელების პირველ გუნდში დაწინაურებას შეუწყობს.

    Cadena SER-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა ბ"-ს, ან ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელს პირველ გუნდში დებიუტი ექნება, მისი მწვრთნელი ბონუსს მიიღებს. იგივე მოხდება, თუ ახალგაზრდა ფეხბურთელს ნაკრებში გამოიძახებენ.

    იმავე წყაროს ცნობით, ბონუსს მიიღებს პირველი გუნდის მწვრთნელიც, თუ მისი მუშაობის დროს "ლა მასიას" ფეხბურთელს დებიუტი ექნება და ის პირველ გუნდში დაწინაურდება.

    ბონუსების ახალი სისტემით, "ბარსელონას", აკადემიიდან ფეხბურთელების პირველ გუნდში დაწინაურების წახალისება სურს. უკვე დიდი ხანია, "ლა მასიას" ახალი ვარსკვლავი არ აღუზრდია. ბოლო ფეხბურთელი, რომელიც პირველ გუნდში დაწინაურდა, კარლეს ალენიაა. თუმცა, ანსუ ფატი, რიკი პუჩი და კარლეს პერესი ამ ჩავარდნის დასრულების იმედს იძლევიან.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BEQA BARCA გულშემატკივარი [?]

    23 ნოემბერი 2019 10:12

    ერთი მხრივ კაია მარა თუ მეორე მხრიდან შევხედავთ აქაც ფული ტრიალებს

    2
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    23 ნოემბერი 2019 01:22

    კაი მოუფიქრებიათ ეგ მარა ახლა მთლად ისეც ნუ იზავენ რო მაგ ბონუსების გამო პეხებზე დაიკიდონ ტიტულები

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge