ბელგიელი ნახევარმცველი "ბარსელონაში" ან "მანჩესტერ სიტიში" თამაშზე ოცნებობს

  • 22-11-2019, 23:42
  • ბელგიელი ნახევარმცველი "ბარსელონაში" ან "მანჩესტერ სიტიში" თამაშზე ოცნებობს

    ვენსან კომპანის "ანდერლეხტის" საყრდენი ნახევარმცველი, ალბერ სამბი ლოკონგა, "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოხვდა. 20 წლის ფეხბურთელს ბელგიის ჩემპიონატში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა, მიმდინარე სეზონში კი მწვრთნელისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. 

    ბელგიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლოკონგას შეძენა "მანჩესტერ სიტისაც" სურს. 

    ფეხბურთელმა, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ მისი ოცნება "ბარსელონაში" ან "სიტიში" თამაშია, "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ლივერპულის" შეთავაზებები უკვე უარყო. 

    ლოკონგას "ანდერლეხტთან" კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის, ფეხბურთელისა და გუნდის წარმომადგენლები კი ვერ არკვევენ, აქვს თუ არა ბელგიურ კლუბს კიდევ ერთი წლის დამატების უფლება. 

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    22 ნოემბერი 2019 23:44

    წადი ბიძია მანჩესტერში აქ ისეთი კონკურენციაა ცოცხლად შეგჭამენ

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge