იურგენ კლოპი მესის ბრძოლისუნარიანობის მაგალითად მიიჩნევს

  • 22-11-2019, 21:36
  • იურგენ კლოპი მესის ბრძოლისუნარიანობის მაგალითად მიიჩნევს

    ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული სპეციალისტი იურგენ კლოპი ლიონელ მესის ბრძოლისუნარიანობის მაგალითად მიიჩნევს.

    როდესაც "ლივერპულის" გერმანელ მწვრთნელს მენტალური სიძლიერის მნიშვნელობაზე ჰკითხეს, მან ბევრისთვის მოულოდნელი პასუხი გასცა.

    "ბრძოლას ცხოვრების საწყის ეტაპზევე სწავლობ. იმის მიღწევა გინდა, რაზეც ბევრი ამბობს, რომ შეუძლებელია. ასეთ დროს, ჯიუტი უნდა იყო და უნდა თქვა, რომ "არა, ეს შესაძლებელია, მე მინდა ვცადო, მე მინდა ეს გავაკეთო."

    არსებობენ ფეხბურთელები, რომლების პირველივე ნახვაზეც ყველამ თქვა: "უჰ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა". მაგრამ თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელი, ლიონელ მესი, ბავშვობაში, ძალიან პატარა იყო და ვერავინ იფიქრებდა, თუ მისი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანი ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე ითამაშებდა.

    ესაა მისი ისტორია - მან ყველას უჩვენა, რომ შესაძლებელი ყოფილა. თუმცა, საჭირო მომენტებში გამართლების გარეშე, შანსი მაინც არ არსებობს. საჭირო დროს საჭირო ხალხმა უნდა შეგამჩნიოს. საკუთარ კარიერაზე პასუხისმგებელი მხოლოდ შენ არ ხარ." - განაცხადა კლოპმა The Athletic-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

    როგორც წესი, ლეო მესის შესახებ საუბრისას, ხაზი არგენტინელის თანდაყოლილ ნიჭს ესმება. იურგენ კლოპი კი იმ იშვიათ ადამიანებს შორის შედის, რომლებმაც ლეოს ბრძოლისუნარიანობა გამოარჩია.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    23 ნოემბერი 2019 11:13

    კლოპი მოხოდავდა ამ ბარსელონას მაგრა ასევე ტენ ჰაგი

    2
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    22 ნოემბერი 2019 22:02

    იმის გაფიქრებაც კი მზარავს რო იყო ალბათობა ბარსას სკაუტებს რო ვერ შეემჩნიათ მესი

    12
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    22 ნოემბერი 2019 22:02

    ჰერ შიზოფრენიკს მესი ძაან მოსწონს. როდესაც "წავაგეთ" მაშინ თქვა ,რომ ვინც მარცხში მესის ადანაშაულებს ფეხბურთის აზრზე არააო.

    14
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!

    პარტნიორები

    Flashscore.ge