რა მოხდა მას შემდეგ, რაც მესიმ ტელმო სარას რეკორდი დაამხო...

რა მოხდა მას შემდეგ, რაც მესიმ ტელმო სარას რეკორდი დაამხო...

დღეს ზუსტად 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ ტელმო სარას ისტორიული რეკორდი დაამხო.

2014 წლის 22 ნოემბერს, "სევილიასთან" შესრულებული ჰეთ თრიქის წყალობით, მესის ლა ლიგაში 253 გოლი დაუგროვდა და ის ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელმა დაამხო ტელმო სარას რეკორდი, რომლის დამხობაც, ათწლეულების განმავლობაში, წარმოუდგენელი ჩანდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მესის მიერ სარას რეკორდის დამხობა მხოლოდ დასაწყისი იყო. არგენტინელი მე-2 წრეზე წავიდა და მას შანსი აქვს "ბილბაოს" ლეგენდის შედეგი გააორმაგოს. ამისთვის ლეოს ლა ლიგაში კიდევ 78 გოლის გატანა სჭირდება.

მას შემდეგ, რაც მესიმ ტელმო სარას რეკორდი გააუმჯობესა, მან ჩემპიონატში 174 გოლი გაიტანა, რაც ევროპის მაშტაბით საუკეთესო შედეგია. ბოლო 5 წლის განმავლობაში 140 გოლი გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, 138 რობერტ ლევანდოვსკიმ, 137 ლუის სუარესმა და 126 ჰარი კეინმა.

ქვედა სურათზე თქვენ ხედავთ ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს. დაუკვირდით მე-14 ადგილს - მხოლოდ ბოლო 5 წელიწადში (ტელმო სარას რეკორდის დამხობის შემდეგ) გატანილი გოლების რაოდენობით, ლეო პრიმერა დივიზიონის ისტორიაში მე-14 საუკეთესო ბომბარდირია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #5 22 ნოემბერი 2019 18:50
    8
    გიჟი ლეო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 ნოემბერი 2019 18:24
    6
    უპრობკემოდ გააორმაგებს მაგ შედეგს ავადმყოფია მასტი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 22 ნოემბერი 2019 18:16
    6
    გიჟია ეს ჩემაალა 😂😂😂 მეორე წრეზეც ყველას გადაასწრებს მგონია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ნოემბერი 2019 17:44
    5
    მერამდენე ადგილზე ავა მე-14 ადგილოსანი მესი?
    Culé [?]
    #1 22 ნოემბერი 2019 17:17
    10
    G.O.A.T საუკეთესოთა შორის საუკეთესო..👌👌👍
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "