პიერ-ემერიკ ობამეიანგი კვლავ "ბარსას" სატრანსფერო რადარზე გამოჩნდა

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "არსენალის" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ კლუბის დატოვება სურს.
"ინტერთან" ერთად "ბარსელონა" გაბონელი ფეხბურთელის შეძენის მსურველთა შორისაა. როგორც ჩანს, კატალონიელების მიზანს შემტევი ხაზის კიდევ უფრო გაძლიერება წარმოადგენს.
Asport.com-ის ცნობით, ობამეიანგს აღარ უნდა "მეთოოფებთან" გააგრძელოს კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2021 წლის 30 ივნისს გასდის. ფეხბურთელი გრძნობს, რომ კლუბი მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის, ასევე, გაბონელის სურვილია ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს, რასაც "არსენალში", ჯერჯერობით, ვერ აღწევს.
ლონდონური კლუბი შეეცდება ფეხბურთელის გადარწმუნებას, თუმცა კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ იგი თავისუფალი აგენტი გახდება.
ობამეიანგმა "არსენალში" ჩატარებულ 79 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.




კომენტარები [ 6 ]