მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ განიხილება

მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ განიხილება

Sport-თან ინერვიუში ერიკ აბიდალმა თქვა, რომ ლიონელ მესის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორ მხარეს შორის დიალოგი მიმდინარეობს, მაგრამ ეს ახალ კონტრაქტს არ ეხება.

მესის შეუძლია ნებისმიერ დროს გაწყვიტოს კლუბთან ხელშეკრულება, მაგრამ აშკარაა, რომ არგენტინელს დარჩენა სურს. მან დაადასტურა კიდეც, რომ "ბლაუგრანადან" წასვლას არ აპირებს და არანაირი საფუძველი არ არსებობს მესის სიტყვებში ეჭვის შეტანისა.

ლიონელ მესიმ "ბარსელონასთან" კოტრაქტი 2017 წელს გააფორმა. ხელშეკრულება 2021 წლამდე ითვალისწინებს ფეხბურთელის კლუბში დარჩენას. კოტრაქტის პირობების მიხედვით, შემდეგ ზაფხულში მესის "ბარსელონას" დატოვება უფასოდ შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კატალონიური მხარე ცდილობდა არგენტინელთან სამუდამო კონტრაქტის გაფორმებას, როგორც ეს ჩავისა და ინიესტას შემთხვევაში მოხდა.

როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა და თავად ფეხბურთელი ამ საკითხს ჯერ არ განიხილავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 20 ნოემბერი 2019 19:31
    3
    მესი რო წავიდეს და ბართუშა და ვალოდია დარჩნენ ბარსა ევროპა ლიგაზეც ვეღარ გავა...
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ნოემბერი 2019 17:55
    6
    გაასხმევინეთ იმ ცხვირგასიებულს და გაახანგრძლივებს მერე კონტრაქტს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued