ანსუ ფატი "ვესტ ჰემში" დოკუმენტაციის არქონის გამო ვერ გადავიდა

ანსუ ფატი "ვესტ ჰემში" დოკუმენტაციის არქონის გამო ვერ გადავიდა

ბრიტანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება - რომ არა ოფიციალურ დოკუმენტებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები ანსუ ფატი სეზონს, რომელშიც ის საფეხბურთო სამყარომ "ბარსელონაში" ნაჩვენები მისი ასაკისთვის წარმოუდგენლად კარგი შედეგით გაიცნო, "ვესტ ჰემ იუნაიტედში" გაატარებდა. 

ფატის ოჯახს ინგლისურ კლუბთან ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ანსუმ პასპორტის აღება ვერ მოასწრო. 

საბოლოოდ, 16 წლის ფეხბურთელი "ბარსას" აკადემიაში დარჩა, სეზონის დასაწყისში კი პირველ გუნდში შანსი მიიღო და 10 თამაშში თავი ორი გოლით და შთამბეჭდავი თამაშით გამოიჩინა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 ნოემბერი 2019 16:10
    1
    ციტატა: Don_Andresito
    სად წავიდა ეგ შთამბეჭდავი თამაში, ბოლო თამაშებია უაზროდ დარბის ქეციანივით. ჯერ ნუ გააღმერთეთ კაცო, ცოდოა ამხელა წნეხი

    ქეციანივით დარბის ლეოს გარდა ყველა და რას ელობი აბა ამისგან
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    Culé [?]
    #3 20 ნოემბერი 2019 08:50
    3
    კაი მწვრთნელის ხელში ძალიან მაგარი იგროკი დადგება ანსუ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ნოემბერი 2019 23:52
    4
    ბოლო თამაშებია გამქრალია ხო ვთქვი ადრე დაიწყეს ვარსკვალის წოდების მიკერებათქო ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #1 19 ნოემბერი 2019 23:20
    3
    სად წავიდა ეგ შთამბეჭდავი თამაში, ბოლო თამაშებია უაზროდ დარბის ქეციანივით. ჯერ ნუ გააღმერთეთ კაცო, ცოდოა ამხელა წნეხი