"ბარსელონას" იდეალური სტატისტიკა აგირეს წინააღმდეგ

  • 19-11-2019, 19:51
  • "ბარსელონას" იდეალური სტატისტიკა აგირეს წინააღმდეგ

    2019 წლის 23 ნოემბერს, "ბარსელონა" ლა ლიგის ფარგლებში სტუმრად "ლეგანიესს" დაუპირისპირდება, კატალონიურ კლუბს და პირადად ერნესტო ვალვერდეს სტუმართა მთავარი მწვრთნელის - ხავიერ აგირეს წინააღმდეგ იდეალური სტატისტიკა აქვს. 

    მექსიკელი სპეციალისტი - ხავიერ აგირე, რომელიც ესპანურ ფეხბურთში ერთ-ერთი ცნობილი სახეა, ლა ლიგაში 4 ნოემბერს დაბრუნდა და "ლეგანიესი" ჩაიბარა, ბოლოს იგი ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელი გახლდათ (2018-2019). 

    "ბარსელონა" ისტორიაში 21-ჯერ შეხვდა იმ გუნდებს, რომელსაც აგირე წვრთნიდა, კატალონიელები მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ. გთავაზობთ სტატისტიკას: 

    "ბარსელონა" VS აგირე

    • ყველა თამაში: 21 ("ოსასუნა" 8, "ატლეტიკო" 7, "ესპანიოლი" 4 და "სარაგოსა" 2) 
    • შედეგი: "ბარსელონამ" 15-ჯერ გაიმარჯვა, აგირემ 2-ჯერ, ხოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა
    • გოლები: "ბარსელონა" 51 გოლი, აგირე 16 გოლი 

    აგირეს გამარჯვებები "ბარსელონას" წინააღმდეგ: 

    • 2006/2007: "ოსასუნა" 2-1 "ბარსელონა" (ლა ლიგა) 
    • 2007/2008: "ატლეტიკო" 4-2 "ბარსელონა" (ლა ლიგა) 

    "ბარსელონას" გამარჯვება ყველაზე დიდი ანგარიშით: 

    • 2006/2007: "ატლეტიკო" 0-6 "ბარსელონა" (ლა ლიგა) 

    ვალვერდე VS აგირე 

    • 11 დაპირისპირება: ვალვერდე (5 გამარჯვება - "ატლეტიკი" (2) "ესპანიოლი" (3), აგირე (3 გამარჯვება - "ატლეტიკო" (1) "ესპანიოლი" (2) 


    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Chiquinto გულშემატკივარი [?]

    20 ნოემბერი 2019 13:40

    საღოოოლლ... ბილბაოს და ოსასუნას თუ ვუგებთ, ზატო ლევანტესტან არაა გვაქ საქმე კარგად :/

    0
    --------------------
    🎎 🎎 1️⃣0️⃣🎎 👽🎎 1️⃣0️⃣🎎 🎎
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    19 ნოემბერი 2019 23:43

    უნდა ამოვტენოთ ლეგანესი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Don_Andresito [?]

    19 ნოემბერი 2019 22:34

    სტატისტიკა ვის აინტერესებს, 3 ქულა წამოიღონ თორე ლეგანესთან შარშან რო წააგეს ეგეთი თუ იკადრეს წელსაც არ გამიკვირდება მარა გასაწკეპლები იქნებიან. წელს თუ ლა ლიგა ზიდანმა წაიღო მართლა გამოვა რო როცა უნდა მაშინ იგგებს იმ ტურნირს რომელსაც უნდა. ყველაზე დოდოლა გუნდი იქნება ბარსა.

    0
    გასულია
    რაკეტა წევრი [?]

    19 ნოემბერი 2019 20:44

    0-4 მესი , მესი გრიზმანი სუარესი.

    2
    გასულია
    BEQA BARCA გულშემატკივარი [?]

    19 ნოემბერი 2019 20:23

    ამ სტატისტიკებით ვერ განსაზღვრავ ვინ მოიგებს..

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge