ლა ლიგის პრეზიდენტი რამოსს პასუხობს: წამებს ვერ დავთვლით

ლა ლიგის პრეზიდენტი რამოსს პასუხობს: წამებს ვერ დავთვლით

მოგეხსენებათ, კატალონიაში მიმდინარე მოვლენების გამო, "ელ კლასიკო" 26 ოქტომბრის ნაცვლად, 18 დეკემბერს ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" მატჩისთვის მოსამზადებლად "რეალზე" ერთი დღით მეტი დრო ექნება. ამან "რეალის" კაპიტნის, სერხიო რამოსის უკმაყოფილება გამოიწვია.

დღეს ამ თემაზე ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ისაუბრა.

"ფეხბურთი მეტია, ვიდრე "რეალი" და "ბარსელონა". რამდენჯერ ისვენებს ერთი გუნდი მეორეზე მეტს 38 ტურში? როდესმე მათ ამის გამო უწუწუნიათ? ლა ლიგის პრეზიდენტი წამებს ვერ დაითვლის, რათა ყველა გუნდს ზუსტად თანაბარი დასვენების დრო გამოუვიდეს."

"გასულ წელს პირიქით იყო, "ბარსელონას" ჰქონდა ჩვენზე (ტებასს არასდროს დაუმალავს, რომ ის "მადრიდისტაა") ნაკლები დასასვენებელი დრო. ძალიან რთულია ყველა მატჩის ერთ დღეს ჩატარება." - ციტირებს ხავიერ ტებასის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ნოემბერი 2019 17:46
    1
    ნეტა ამ სულით მეძავ რამოს ვინ კითხავს მიაყენოს უკანალი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued