აბიდალმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც დე ლიხტმა "ბარსელონას" უარი უთხრა

  • 18-11-2019, 00:07
  • აბიდალმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც დე ლიხტმა "ბარსელონას" უარი უთხრა

    "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, "აიაქსის" ყოფილი მცველის, მატიას დე ლიხტის ტრანსფერი გაიხსენა, რომელიც საბოლოოდ ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა. იტყობინება, Sport.

    "დე ლიხტს აქ გადმოსვლა არ სურდა და ამის შესახებ მე მაუწყა. მან მითხრა, რომ უბრალო გადაიფიქრა. ამ ფეხბურთელს თამაში და მხოლოდ თამაში სურდა, რაც "ბარსელონაში" გარანტირებული ვერ ექნებოდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, სინამდვილეში სურდა თუ არა მას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაში, თუმცა მას შემდეგ, რაც ის "იუვენტუსს" შეუერთდა, შემიძლია ვთქვა - არ სურდა." - განაცხადა, აბიდალმა. 

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    18 ნოემბერი 2019 00:29

    სანამ კიელინი ტრამვას მიიღებდა იუვეშიც სკამზე იჯდა ეგრე დააბოლოს ის გასიებული რაიოლა მეტი ხელფასი დაუნიშნა იუვემ და გაიქცა იქ რაიოლა რო გეყოლება აგენტად იმ ფეხბურთელისგან სხვას არაფერს უნდა ელოდო

    20
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge