"ბარსელონას" ახალი კონკურენტი ნეიმარისთვის ბრძოლაში

  • 17-11-2019, 23:27
  • "ბარსელონას" ახალი კონკურენტი ნეიმარისთვის ბრძოლაში

    მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მოლაპარაკებები წარმატების გარეშე დასრულდა, მოსალოდნელია, რომ "ბარსელონა" ნეიმარის დაბრუნებას ისევ ეცდება და სეზონის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს შეთავაზებებს ხელახლა გაუკეთებს. 

    Fox Sport-ის ცნობით, ამჯერად "ბარსა" ერთადერთი კლუბი არ იქნება, რომელიც ნეიმარისთვის იბრძოლებს. ბრაზილიელი თავდამსხმელის შეძენით ლონდონის "ჩელსიცაა" დაინტერესებული. ფრენკ ლამპარდი გუნდის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს. რა თქმა უნდა, ინგლისელებმა იციან, რა ფინანსურ და სხვა სახის სირთულეებთან ექნებათ საქმე ამ ტრანსფერზე მუშაობისას, მაგრამ ისინი იმედს "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" არც ისე კარგ ურთიერთობაზე ამყარებენ, თანაც აპირებენ, რომ პსჟ-ს მათი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი, კალუმ ჰადსონ-ოდოი შესთავაზონ. 

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    18 ნოემბერი 2019 00:24

    კეეე ჩელსი იყიდის ნეიმარს კეეე

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge