როგორ აისახება შვილის შეძენა "ბარსას" ფეხბურთელების თამაშზე

საფეხბურთო მოედანს მიღმა ფეხბურთელების ცხოვრებას მათ თამაშზე გავლენა რომ აქვს, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა, როგორც ირკვევა, პირად ცხოვრებაში პოზიტიური სიახლეები თავდამსხმელების შედეგიანობაზე განსაკუთრებით დადებითად აისახება.
Tribuna გვთავაზობს "ბარსელონას" შემტევი ვარსკვლავების სტატისტიკას მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებს შვილები შეეძინათ.
2012 წლის 2 ნოემბერს, ლეო მესის შვილი ტიაგო დაიბადა. ამ დღის შემდეგ, არგენტინელმა გოლი ზედიზედ 21 თამაშში გაიტანა - სულ 33 გოლი და 9 ასისტი.
2018 წლის 28 ოქტომბერს, ლუის სუარესმა ინტერნეტში თავისი მე-3 შვილის ფოტო გაავრცელა. ამის შემდეგ, ურუგვაელმა თავი ზედიზედ 8 თამაშში გამოიჩინა, სულ 11 გოლი და 3 ასისტი.
2016 წლის 8 აპრილს, ანტუან გრიზმანი მამა გახდა, რასაც მან 7-მატჩიანი შედეგიანი სერია მოაყოლა, სულ 8 თამაში და 3 ასისტი.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.




კომენტარები [ 18 ]