ივან რაკიტიჩი: მინდა მეტი ტიტული მოვიგო, აქ ან სხვაგან

ივან რაკიტიჩი: მინდა მეტი ტიტული მოვიგო, აქ ან სხვაგან

"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი ტიტულების მოგებაა და მზადაა ამ მიზნის მისაღწევად კატალონიური კლუბი დატოვოს.

"ვინაიდან ფეხბურთი მიყვარს, მინდა, მაქსიმუმი მივიღო და არსებული სიტუაციის შეცვლაზე ვფიქრობ. მეტი ტიტულის მოგება მინდა, აქ ან სხვაგან. მინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, შემდეგ იგივე მომდევნო სეზონშიც გავიმეორო და ასე ყოველ წელს. ბოლო დღემდე მაქსიმუმს გავიღებ და ვარჯიშებისგან სიამოვნებას მივიღებ." - ციტირებს ივან რაკიტიჩის სიტყვებს Mundo Deportivo.

ხორვატი ნახევარმცველი ერნესტო ვალვერდეს ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში მან სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, რის გამოც რაკიტიჩი გუნდის გამოცვლას არ გამორიცხავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    alexsi
    სტუმარი [?]
    #5 16 ნოემბერი 2019 20:26
    0
    რაკიტიჩს კი ჯობია ფრენკი უფრო მომუშავია დრიბლინგიც კაიაქ და შეტევებშიც კარგათ ერთვება მე მირჩევნია რაკიტიჩს ფრენკი
    Culé [?]
    #4 16 ნოემბერი 2019 16:23
    1
    მევასები რაკეეეეეტ
    --------------------
    სხვებს ჰყავთ კაკა ან კრიშტიანო რონალდო , მე კი დავიდ ვილია – ვისენტე დელ ბოსკე 2008
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 ნოემბერი 2019 16:14
    0
    კიბატონო მოიგე ბევრი ტიტული ოღონდ სხვა გუნდში აქ შენი კარიერა დასრულებულია მისტერ მძორო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 16 ნოემბერი 2019 15:35
    4
    ეს რომ თავის პოზიციაზე დააბრუნო ახლა ალბათ კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს, ერთადერთი რის გამოც არ მოგწონტ რაკიტიჩი ისაა რომ ისეთ პოზიციაზე უწევდა თამაში სადაც ბევრი უნდა ირბინო და იმუშაო, დიახ სწორედ ხავის წასვლის შემდეგ გადაინაცვლა მან თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე თორემ ახლა რომ ბუსკეტსის ადგილას დააყენო მშვენივრად ითამაშებს, არ ვამბობ იმას რომ ბუსის შემცვლელიათქო მაგრამ მის ადგილას ცუდად არ თამაშობს, ალბათ პრესეზონზეც გახსოვთ ვალომ რაკეტა აწია ფორვარდად თუმცა იქ სინამდვილეში იმ პოზიციაზე თამაშობდა როდესაც სევილიაში იყო, ასე რომ პოზიციის ცვლილებას სრულფასოვნად ვერ გაუმკლავდა ივანი და სწორედ არ მოგწონთ იგი თქვენ
    ფანი [?]
    #1 16 ნოემბერი 2019 14:00
    1
    დიდი მოწიბესია და პატივისცემის მიუხედავად ''ნახვამდის ივან ''