კლემან ლანგლეს უცვლელი ცხოვრების სტილი

2017 წელს "ნანსიდან" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ კლემან ლანგლე "სევილიას" შეუერთდა, 2018 წელს კი "ბარსელონაში" გადავიდა. დიდი ხმაურისა და აურზაურის გარეშე მან გუნდში ყველას ნდობა მოიპოვა, ერნესტო ვალვერდეს ჩათვლით, და დღეს კლუბისა და ნაკრების შეუცვლელი მოთამაშეა.
ფრანგმა მცველმა L'Est Republicain-თვის მიცემულ ინტერვიუში მოედნის მიღმა არსებულ ცხოვრებაზეც ისაუბრა და აღმოჩნდა, რომ ლანგლე არ არის ფუფუნებისა და მატერიალიზმისკენ მიდრეკილი. მეტიც, როგორც თავად ფეხბურთელი აღნიშნავს, მას ცხოვრების სტილი თითქმის არ შეუცვლია.
"ჩემი ცხოვრების სტილი არ შემიცვლია. "ნანსში" მე ვარსკვლავი არ ვიყავი და არც ახლა ვარ, ჩემი აზრით. მე ნაკლებად ვხვდები მეგობრებს და თითქმის ვეღარ ვახერხებ კინოში სიარულს, თუმცა ამ დანაკლისის კომპენსირება დაუვიწყარი მომენტებისა და მიღებული გამოცდილების ხარჯზე ხდება."
"მესმის ფულის მნიშვნელობა. ამ მხრივ საკმაოდ გონივრული შეხედულებები მაქვს. რა თქმა უნდა, კარგი ცხოვრება მაქვს. როდესაც რესტორანში საჭმელად მივდივარ, არ ვაქცევ ფასს ყურადღებას, შემიძლია შევუკვეთო როგორც 40-ევროიანი, ისე 100-ევროიანი კერძი. მაგრამ, მაგალითად ფერარის ყიდვა? - კი, კარგია, თუმცა ის მხოლოდ მანქნაა და ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს." - ციტირებს ლანგლეს სიტყვებს Sport.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.




კომენტარები [ 20 ]