ბართომეუ: შემდეგი 2-3 სეზონის განმავლობაში, ჩვენი ლიდერი კვლავ ლიონელ მესი იქნება
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ კატალონიური გრანდის კაპიტანზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ყველა მოხარული იქნება, თუ მესი თავს საკმარისად კარგად იგრძნობს, რათა მასთან სამუდამო კონტრაქტი გავაფორმოთ. ეს გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ლეოს დაიმსახურა, ჰქონდეს იმის უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს, თუ როდის დაამთავრებს ფეხბურთის თამაშს. თუმცა, როგორც მან რამდენიმე კვირის წინ თქვა, მესის კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს."
"შემდეგი 2-3 სეზონის განმავლობაში, ჩვენი ლიდერი კვლავ ლიონელ მესი იქნება. ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძლიერი და ამბიციურია."
"ასე რომ, ლეო ჩვენთან კიდევ ორი, სამი, ოთხი ან ხუთი წლის განმავლობაში იქნება. ამაში ეჭვი არ მეპარება." - ციტირებს ჟოზეპ მარია ბართომეუს სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. ასევე, არგენტინელის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, 2019-20 წლების სეზონის შემდეგ ლეოს "ბარსელონას" დატოვება უფასოდ შეუძლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]