"ბარსას" დირექტორი: საუდის არაბეთში თამაშზე თანახმა ვართ

  • 12-11-2019, 00:32
  • "ბარსას" დირექტორი: საუდის არაბეთში თამაშზე თანახმა ვართ

    "ბარსელონას" დირექტორი ინსტიტუციურ საკითხებში, გილერმო ამორი, ეთანხმება პროექტს, რომლის მიხედვითაც ესპანეთის სუპერ თასი იანვარში, საუდის არაბეთში ჩატარდება. 

    "გამგზავრება ჩვეულებრივზე უფრო შორს მოგვიწევს, მაგრამ ფედერაციამ ასე გადაწყვიტა და ჩვენც თანახმა ვართ. 

    მართალია, რომ ტურნირი შობის შემდეგაა, თუმცა ჩვენთვის პრობლემას არც ეს წარმოადგენს, კარგად მოვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. აუცილებელია, სწორი მენტალიტეტი გვქონდეს". - აცხადებს ამორი. 

    ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა", სხვა მონაწილე კლუბების მსგავსად, სულ მცირე 9 მილიონიან სარგებელს მიიღებს. 

    სუპერ თასის ნახევარფინალში "ბარსას" მეტოქე "ატლეტიკო" იქნება, მეორე წყვილი კი "ვალენსია"-"რეალია". 

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BEQA BARCA გულშემატკივარი [?]

    12 ნოემბერი 2019 14:45

    ფეხბურთშიც ფულია ფუიი...

    0
    გასულია
    gio basi წევრი [?]

    12 ნოემბერი 2019 09:34

    სერიოზულ ფულს ათეთრებებ დღევანდელი ბარსას ბოსები
    მხოლოდ ფულზე ფიქრობენ
    ამიტომაც კიდიათ ვინიქნება მწვრტნელი და რახარისხიტ ითამაშებს გუნდი

    2
    გასულია
    me da barca Culé [?]

    12 ნოემბერი 2019 08:11

    თანახმა იქნები რატომაც არა შე ჩმორო, ფული ჯოჯოხეთს ანათებს.

    2
    გასულია
    philipe coutinho ფანი [?]

    12 ნოემბერი 2019 06:32

    ხოო მიდით დახოცეთ ფეხბურთელები რამდენიმე მილიონისთვის და მერე გაგიკვირდეთ რატო ვერ მოვიგეთ ლიგაო....ფულმაა გააფუჭა სპორტის სახეობა რომელმაც ყველანაირი სპორტი შემაყვარა დაა ძაან გული მწყდება

    2
    --------------------
    Forca Barca!!!
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    12 ნოემბერი 2019 00:56

    ჰა აღიარეთ რამდენი მაყუთი მოღუნეთ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    12 ნოემბერი 2019 00:41

    2 თამაშით(იდეაში) გადატვირთეთ კალენდარი და მერე ალბათ მატჩის მიმდინარეობისას წამოწვებიან მოედანზე,სეირნობის თავიც აღარ ექნებათ!

    4
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!

    პარტნიორები

    Flashscore.ge