ოსკარ გარსია: მესის გაკონტროლება შეუძლებელია

  • 10-11-2019, 09:14
  • ოსკარ გარსია: მესის გაკონტროლება შეუძლებელია

    46 წლის ესპანელ სპეციალისტს, ოსკარ გარსიას, "სელტას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი "კამპ ნოუზე", "ბარსელონას" წინააღმდეგ (4-1) ჰქონდა.

    ოსკარ გარსია "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. ის კატალონიელთა აკადემიაში 9 წელი, ხოლო პირველ გუნდში 6 წელი ირიცხებოდა. ბუნებრივია, ახალი გუნდის მთავარ მწვრთნელად "კამპ ნოუზე" დებიუტი, მისთვის, განსაკუთრებული იყო.

    "ჩემი, როგორც ფეხბურთელის დებიუტი "ბარსელონაში" შედგა. ამ კლუბში 9 წლის ასაკიდან ვვარჯიშობდი და ეს ადგილი, ჩემთვის, განსაკუთრებულია. "სელტას" მთავარ მწვრთნელად აქ დებიუტი, შედეგის მიუხედავად, ის მოგონებაა, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება.

    მესი... მისი გაკონტროლება შეუძლებელია. ის ყველაფერს ცვლის. მის გარეშე თამაში სხვანაირი იქნებოდა.

    ტაიმის ბოლოს მესის მიერ გატანილმა მეორე გოლმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. ბურთის ფლობაში უფრო გაბედულები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ." - აცხადებს ოსკარ გარსია.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    10 ნოემბერი 2019 17:16

    შეუდარებელია მესი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    nikusha წევრი [?]

    10 ნოემბერი 2019 11:35

    კარტახენასთან ამ სასტავით უნდა ვიყომაროთ


    ნეტუ
    ვაგე-ტოდიბო-უმტიტი-ფირპო
    ალენია-ს.რობერტო-რიკი პუიგი
    დემბელე-პერესი-ფატი

    პენია, ხაიმე, მონჩუ, აბელ რუისი, პიკე, არაუხო, აბე, კუენკა.


    ს.რობერტო-მონჩუ
    დემბელე-აბე
    ტოდიბო-არაუხო
    უმტიტი-კუენკა
    პერესი-აბელ რუისი
    რიკი პუიგი-ხაიმე

    2
    გასულია
    BEQA BARCA წევრი [?]

    10 ნოემბერი 2019 10:26

    ვეთანხმები ყველაფერში..

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge