მესის ჰეთ-თრიქი და ბუსკეტსის გოლი - "ბარსელონამ" "სელტა" დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა

  • 10-11-2019, 02:01
  • მესის ჰეთ-თრიქი და ბუსკეტსის გოლი - "ბარსელონამ" "სელტა" დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა

    ლა ლიგის მე-12 ტურში, "ბარსელონამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 

    მატჩში ანგარიში პენალტით გაიხსნა, რომელიც ლიონელ მესიმ 23-ე წუთზე გამოიყენა. ტაიმის ბოლოს, "სელტამ", კერძოდ კი ლუკას ოლასამ, წონასწორობა აღადგინა, მაგრამ "ბარსას" კაპიტანმა მას მალევე უპასუხა

    მეორე ტაიმის სტარტზე არგენტინელმა ზედიზედ მეორე ჯარიმა გაიტანა, შეხვედრაში წერტილი კი 85-ე წუთზე სერჟიო ბუსკეტსმა დასვა. საბოლოო ანგარიში - 4:1. 

    ამ მოგების შემდეგ, "ბარსელონა" სატურნირო ცხრილს 25 ქულით ლიდერობს. ასევე 25 ქულა აქვს მადრიდის "რეალს", თუმცა კატალონიელების ბურთების სხვაობა მადრიდელებისას აღემატება. 

    "ბარსა" მომდევნო ტურში ჩემპიონატის აუტსაიდერს დაუპირისპირდება. 23 ნოემბერს, ერნესტო ვალვერდეს გუნდი "ლეგანესს" ესტუმრება. 

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    10 ნოემბერი 2019 11:52

    ციტატა: ნაკაიძე
    გილოცავთ, მორიგ შედევრს შევესწარით მესის მხრიდან, სემედოზე რა იცით? თუ ტყუილად გაიყვანა და დავიწყო გინება?😀

    სემედუ 5 კვირა არ იქნება

    2
    გასულია
    MSG
    MSG ახალბედა [?]

    10 ნოემბერი 2019 11:11

    თამაშს რაც ვუყურე მარტო მესი თამაშობდა და ერთადერთი დე იონგი ფაფხურობდა რაღაცას ეს ფატი ჯერ მაინც შეცვლაზე უნდა ყავდეს ჩემი აზრით და ეს დემბელე კარგად შემოვიდა დალშე გუნდი საერთოდ მოშლილია ეს ვალვერდე სანამ არ წავა არ იქნება საშველი

    1
    გასულია
    duggu ფანი [?]

    10 ნოემბერი 2019 10:00

    ბარსა კაი ხანია ვერავის ვერ ამარცხებს. თუ მესია ხასიათზე მხოლოდ ეგ თუ ახერხებს ვინმეს დამარცხებას თორე კამანდა კაი ხანია მოშლილია ცხვირას ხელში

    3
    გასულია
    BarcelloNista წევრი [?]

    10 ნოემბერი 2019 02:22

    joy ბარსელონამ სელტა დამარცხა მაგარი იყო ბარსელონამ კი არა მესიმ სელტა დამარცხა უნდა დაგეწერათ wink

    11
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    10 ნოემბერი 2019 02:11

    ისეც ნუ იზავ ლომო რო ვალვერდე დატოვონ :დდდდ

    16
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ნაკაიძე წევრი [?]

    10 ნოემბერი 2019 02:03

    გილოცავთ, მორიგ შედევრს შევესწარით მესის მხრიდან, სემედოზე რა იცით? თუ ტყუილად გაიყვანა და დავიწყო გინება?😀

    7

    პარტნიორები

    Flashscore.ge