ლუის სუარესი ნაკრებში გამოიძახეს

  • 9-11-2019, 11:29
  • ლუის სუარესი ნაკრებში გამოიძახეს

    "ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ტრავმა ზუსტად ერთი კვირის წინ მიიღო.

    კატალონიური კლუბის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ფეხბურთელის მკურნალობისთვის საჭირო ვადა დადგენილი ჯერ არ იყო, მაგრამ ის ნოემბრის სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებდა. ეს ნიშნავდა, რომ 32 წლის ფეხბურთელი სანაკრებო მატჩებამდე გასამართ დაპირისპირებებსაც დააკლდებოდა. მათ შორისაა "სელტასთან" დღეს გასამართი შეხვედრა.

    გუშინ ცნობილი გახდა, რომ სუარესმა ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო და ის დღევანდელი შეხვედრის განაცხადში მოხვდა. მალევე, ურუგვაის ნაკრების განაცხადი გამოქვეყნდა, სადაც ლუის სუარესიც მოხვდა.

    ურუგვაელები, ნოემბერში, ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ: 15 ნოემბერს უნგრეთთან და 18 ნოემბერს არგენტინასთან.

    ლუის სუარესი, 111 თამაშში გატანილი 58 გოლით, ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    9 ნოემბერი 2019 17:08

    ჯობდა არ მიეცათ თამაშის ნებართვა არც ნაკრებში გამოიძახებდნენ და ზედმეტადაც არ დაიღლებოდა ერთი თამაშის გამოტოვება არაფერს დააკლებდა

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    9 ნოემბერი 2019 15:47

    წავა ახლა იქ იძუნძულებს,მერე დაღლილი მოადგება ბარსას და აქ გააგრძელებს! ფეხებზე არ კიდია?! მაინც არავინაა პასუხის მომთხოვნი!

    1
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    me da barca Culé [?]

    9 ნოემბერი 2019 13:17

    ბევრი ინატრებს ახლა, წავიდეს და ნეტა ტრამვას მიიღებდესო.

    2
    გასულია
    Nou kamp გულშემატკივარი [?]

    9 ნოემბერი 2019 11:43

    ესენიც მაგრები არიან.რაღას მისცეს თამაშის ნებართვა სელტას ისედაც უნდა მოვუგოთ ეხლა წაიყვანენ 9 მთას და 9 ზღვას იქეთ და უნდა დაბრუნდეს დაღლილი და გაუბედურებული.ისე დაისვენებდა 2 კვირას და მომზადებოდა დორტმუნდისთვის.
    დორტმუნდთან თამაში შეიძლება საბედისწერო გამოდგეს ბარსელონასთვის.ფრე თუ ვითამაშეთ მაშინ ინტერთან არ უნდა წავაგოთ გასვლაზე.ვალვერდეს ხელში კიდე გასვლებს ისე ვთამაშობთ რომ სახიფათოა იტალიაში ჩასვლა მინიმუმ არ წასაგებად.
    იტოგში დორტმუნდის უნდა მოვუგოთ.სუარესი დასვენებული დაგვჭირდებოდა

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge