"კლასიკო", შესაძლოა, სამუშაო დღეს, დღის საათებში ჩატარდეს

  • 8-11-2019, 22:33
  • "კლასიკო", შესაძლოა, სამუშაო დღეს, დღის საათებში ჩატარდეს

    18 დეკემბერს გასამართი "ელ კლასიკო", შესაძლოა, უჩვეულო დროს ჩატარდეს.

    თამაში, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, კატლონიის დედაქალაქში იმ დროისთვის მიმდინარე არეულობის გამო გადაიდო. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების თხოვნა გაითვალისწინა და შეხვედრა 18 დეკემბერს, ოთხშაბათს დანიშნა.

    ლა ლიგა თამაშის 18 დეკემბერს ჩატარების წინააღმდეგი იყო, რადგან სეზონის პირველი "კლასიკო" აზიელ გულშემატკივრებზე იყო გათვლილი და სამუშაო დღეს ადგილობრივი დროით დღის საათებში თამაში გაჭირდებოდა.

    Sport-ის ცნობით, ლა ლიგა უკან არ იხევს და აპირებს, სამუშაო დღის მიუხედავად, თამაში დღის საათებში დანიშნოს. ივარაუდება, რომ თამაში ესპანეთის დროით 13:00-დან 17:00 საათამდე (თბილისის დროით 16:00-დან 20:00 საათამდე) დაინიშნება.

    თეგები: ელ კლასიკო

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BEQA BARCA წევრი [?]

    8 ნოემბერი 2019 23:40

    ჩვეთვის უკეთესი..😂😂

    2
    გასულია
    Frenkie de Jong 21 გულშემატკივარი [?]

    8 ნოემბერი 2019 23:37

    ჩვენ ხო გვაწყობს და აზიელები თუ ვერ ნახავენ აი დარდი

    3
    გასულია
    me da barca Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 23:20

    აუუ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მაგ დროს ვმუშაობ. smile

    5
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    8 ნოემბერი 2019 22:36

    საღამოს ჯობია,მაგრამ არაუშავს,მთავარია მოვიგოთ.

    4
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!

    პარტნიორები

    Flashscore.ge