რაფინიას "კამპ ნოუზე" დაბრუნება არ შედგება

  • 8-11-2019, 21:48
  • რაფინიას "კამპ ნოუზე" დაბრუნება არ შედგება

    ერთ დღეში, ვიგოს "სელტა" ლა ლიგაში "ბარსელონას" ესტუმრება, თუმცა ბრაზილიელი ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა, შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

    26 წლის ფეხბურთელი "კამპ ნოუზე" მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. მან დაზიანება 10 დღის წინ მიიღო და ამის შემდეგ, ჩემპიონატში ერთი თამაში (რომელიც ფრან ესკრიბასთვის "სელტას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო იყო) გამოტოვა. 

    2019 წელს, რაფინიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, მიმდინარე სეზონს კი ის გალისიურ კლუბში იჯარით ატარებს. 

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BEQA BARCA წევრი [?]

    8 ნოემბერი 2019 23:36

    რა დასადები სტატია ეს იყოო...

    1
    გასულია
    me da barca Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 22:16

    ეს სულ დალეწილია.

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge