"ბარსელონას" ანტირეკორდების სერია

  • 8-11-2019, 21:32
  • "ბარსელონას" ანტირეკორდების სერია

    სულ რაღაც 18 თვის წინ, "ბარსელონა" დაცვის სიძლიერის კუთხით ევროპაში საუკეთესოდ მიიჩნეოდა. 

    ახლა, იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. 

    წინა სეზონის განმავლობაში კატალონიურ გუნდს სულ 3 წაგება დაუგროვდა, სეზონის დაწყების შემდეგ კი გუნდს 3 მატჩი უკვე აქვს წაგებული. 

    სახარბიელო არც ის შედეგია, რომ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, "ბარსაზე" ნაკლები გოლი 35-მა გუნდმა გაუშვა - "ბარსელონას" საშუალო მაჩვენებელი გუნდის წინა წლების მონაცემებს ბევრად აღემატება. მაგალითად, 2010/11 და 2014/15 წლების სეზონებში გაშვებული გოლები (ორივე 0,55) რომ შეგვეკრიბა, ახლანდელ მონაცემს (1,27) მაინც ვერ გადააჭარბებდა. 

    ერნესტო ვალვერდეს გუნდის დაცვის ხაზის პრობლემებზე ისიც მეტყველებს, რომ ჟერარ პიკეს უკვე 9 ბარათი აქვს მიღებული, ჟორდი ალბას პირდაპირი შემცვლელი ჟუნიორ ფირპო კი თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას ვარჯიშის დროსაც ვერ ახერხებს. 

    Marca-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე სეზონის "ბარსელონას" წინა სეზონებზე უარესი მაჩვენებელი არაერთ კრიტერიუმში აქვს. გაშვებულ გოლებთან ერთად, მათ შორისაა გაფრთხილებების რაოდენობა, არაზუსტი პასები, მიღებული კონტრშეტევები და ა. შ. 

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    9 ნოემბერი 2019 00:37

    ვალვერდე ადექი და გაასხი სასწრაბოდ ბარსადან

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    BEQA BARCA წევრი [?]

    8 ნოემბერი 2019 23:33

    აუ წადი მხოლოდ წადი...
    სასჯელიც გეკუთვნის შენ...

    3
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    8 ნოემბერი 2019 22:31

    ბარსა გაანადგურა და თან აქეთ ახევს ფულს. ეეჰ, რას დაამსგავსეს ყველა დროის საუკეთესო გუნდი cry

    4
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    me da barca Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 22:09

    საღოლ ვალიკო.

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge