მიკა რიჩარდსი: ყველაზე რთული მესის წინააღმდეგ თამაშია

  • 8-11-2019, 15:18
  • მიკა რიჩარდსი: ყველაზე რთული მესის წინააღმდეგ თამაშია

    "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მცველი მიკა რიჩარდსი აცხადებს, რომ მან კრიშტიანუ რონალდუს განეიტრალება რამდენჯერმე მოახერხა, მაგრამ ლეო მესის - ვერცერთხელ.

    კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად, რიჩარდსი პასუხობს:

    "მესი. რონალდუს წინააღმდეგაც მითამაშია და მისი განეიტრალება რამდენჯერმე მოვახერხე. ვერ ვიტყვი, რომ ეს ადვილი იყო, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" მის წინააღმდეგ კარგად თამაში მოვახერხე. რაც შეეხება მესის, ის ახლოსაც კი არ მიკარებდა.

    გგონია, რომ მესის მიწვდები და ის უკვე სხვაგანაა. მის წინააღმდეგ გეგმა არ არსებობს. როგორც კი ის ბურთს მიიღებს, უნდა ეცადო და დაჯარიმდე. ასეთი კალიბრის მოთამაშეა მესი. მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია.

    საუბარი ისტორიაში ორ უდიდეს ფეხბურთელზე გვაქვს და ამას რიცხვებიც ადასტურებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მესის წინააღმდეგ თამაში უფრო რთულია." - ციტირებს მიკა რიჩარდსის სიტყვებს SPORTbible.

    მიკა რიჩარდსს კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ 4-ჯერ უთამაშია. ინგლისელ მცველს 3 წაგება და 1 მოგება აქვს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რიჩარდსის წინააღმდეგ თამაშის დროს, 1 გოლი (ჯარიმით) გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

    საინტერესო კი ისაა, რომ მიკა რიჩარდსს ლიონელ მესის წინააღმდეგ არასდროს უთამაშია.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    kaikaci გულშემატკივარი [?]

    8 ნოემბერი 2019 19:43

    ადმინ ფსიქოლოგიური ტესტია რამე?

    1
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 17:33

    ციტატა: BEQA BARCA
    თუ არასდროს უთამაშია მაშინ საიდან იცისს.. ეგეც ტყუილი ხო არაა...🤔🤔 ისე მართალია..

    არც ჩვენ გვითამაშია, მაგრამ ვინმეს ეჭვი გეპარებათ რო მესის გაჩერება სეუძლებელია, ჯარიმის გარეშე? რონალდუზე რათ მინდა მაგის მოყოლილი გინდათ ლოკომოტივთან თამაში მოიგონეთ, ერთი ფინტი არ გაუკეთებია(თუმცა არც სხვა დროს აკეთებს) მაგრამ რამდენჯერაც ბურთი მიიღო ყველა ცხვირწინ ააცალეს.

    3
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    8 ნოემბერი 2019 16:59

    ვინ ჩემი სლეა მიკა?

    2
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!
    We 61D it!
    ForçaBarça
    გასულია
    Wtf man გულშემატკივარი [?]

    8 ნოემბერი 2019 16:54

    😂😂😂😂😂😂😂 არასდროს უთამაშია მესის წინააღმდეგ😂😂😂

    2
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 15:51

    თუ არ უთამაშია რას გსმოჭენდა თუ ესეც პრესის მოგონილია?

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    BEQA BARCA წევრი [?]

    8 ნოემბერი 2019 15:25

    თუ არასდროს უთამაშია მაშინ საიდან იცისს.. ეგეც ტყუილი ხო არაა...🤔🤔 ისე მართალია..

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge