ვალვერდემ გუნდს ორდღიანი დასვენება მოუწყო - 24 საათი "სელტასთვის" მოსამზადებლად

ვალვერდემ გუნდს ორდღიანი დასვენება მოუწყო - 24 საათი "სელტასთვის" მოსამზადებლად

ჩემპიონთა ლიგაზე "სლავიასთან" მატჩის შემდეგ (სამშაბათი) "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთხელ ივარჯიშეს - ოთხშაბათს დილით.

კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გადაწყვეტილებით, გუნდმა ორი დღით დაისვენა. ფეხბურთელები "სელტასთან" მატჩამდე ბოლო ვარჯიშს დღეს საღამოს გამართავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი "სიტუატ ესპორტივაზე" თითქმის 48 საათია არ ყოფილან. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მოახლოებულ სანაკრებო პაუზის დროს "ბარსას" მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდება, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო საკამათო ხდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას არ აქცევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 ნოემბერი 2019 16:54
    5
    კიდე კაი სელტა უტრდნეროდაა თორე მაგათთანაც გაგვიჭირდებოდა თამაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 8 ნოემბერი 2019 16:53
    5
    ციტატა: frenkie dejong21
    იმდენს დარბიან კი უნდა დაისვენონ

    stuck_out_tongue
    Culé [?]
    #2 8 ნოემბერი 2019 16:04
    7
    ვაა ეს ვინააა. წადი რა წადიიიიიიიი🤬😡🤬
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 8 ნოემბერი 2019 16:03
    6
    შტერია და რა ქნას? არ მიკვირს ასეთი ქაჯობა