დენის სუარესი: ვალვერდესთან ფენომენალური ურთიერთობა მაქვს

  • 8-11-2019, 13:13
  • დენის სუარესი: ვალვერდესთან ფენომენალური ურთიერთობა მაქვს

    ვიგოს "სელტას" ნახევარმცველი დენის სუარესი აცხადებს, რომ "ბარსელონაში" ყოფნის დროს მცირე სათამაშო დროის მიღების მიუხედავად, მას ერნესტო ვალვერდესთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

    "ვალვერდემ მითხრა, რომ მეტ შანსს ვიმსახურებდი, მაგრამ გუნდში ძალიან ბევრი უმაღლესი დონის მოთამაშე იყო. მარტივი სიტუაცია არ ყოფილა და მას გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მიეღო.

    ვალვერდესთან ფენომენალური ურთიერთობა მაქვს. მიმაჩნია, რომ "ბარსელონაში" ის ცუდად არ მუშაობს. პირველ წელს მისმა გუნდმა დუბლი მოიგო და ამასთან ახლოს მეორე სეზონშიც იყო." - 25 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Goal ციტირებს.

    დენის სუარესი "ბარსელონას" პირველ გუნდში 2016-2019 წლებში ირიცხებოდა. 71 მატჩში 8 გოლის გატანის შემდეგ, ის "არსენალში" გაანათხოვრეს, გასულ ზაფხულში კი, "სელტაში" 16 მილიონ ევროდ გაყიდეს.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    8 ნოემბერი 2019 16:23

    მაგ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის და უბერავს.

    3
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 15:45

    ენრიკემ ვერ აათამაშა ეს და ვალვერდემ წერტილი დაუსვა ამის გსნვითარებას

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    me da barca Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 14:50

    კარგი ურთიერთობა არ ნიშნავს კარგ მწვრთნელს. უნდა დაახვიოს უპირობოდ.

    1
    გასულია
    rivaldo 10 წევრი [?]

    8 ნოემბერი 2019 13:40

    "ფენომენალური" რა შუაშია? :))

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge