დიდიე დეშამი გრიზმანის წარუმატებლობის მიზეზებზე საუბრობს

  • 8-11-2019, 12:54
  • დიდიე დეშამი გრიზმანის წარუმატებლობის მიზეზებზე საუბრობს

    საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლების გამოც ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" ჩვეულ დონეზე თამაშს ვერ ახერხებს.

    "მაშინაც კი, თუ "ბარსელონაში" დიდებული თანაგუნდელები გყავს, შეთამაშება ერთ დღეში არ ხდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ თამაშობს გუნდი, როგორ ეწყობიან მოთამაშეები ერთმანეთს.

    გარდა ამისა, გრიზმანი საფრანგეთის ნაკრებისგან განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს. მას ფლანგზე დიდი ხანია არ უთამაშია,

    როგორც სხვა ფეხბურთელები, ახალ გუნდს ისიც უნდა მოერგოს. მან რთული გზა აირჩია. საუბარი დიდ გუნდზე და დიდ მოლოდინებზე გვაქვს.

    მაშინაც კი, როცა გრიზმანი კარგ თამაშს არ ატარებს, ის გუნდს ეხმარება. ჩვენთან განსხვავებული სიტუაციაა. ის სხვა პოზიციაზე თამაშობს. ის საუკეთესოა პოზიციაზე, რომელზეც მე დიდი ხნის წინ დავაყენე. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ ვთამაშობთ ჩვენ." - ციტირებს დიდიე დეშამის სიტყვებს Goal.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nikusha წევრი [?]

    8 ნოემბერი 2019 16:22

    ციტატა: Wtf man
    ერთხელ ცადოს 4-2-3-1 იმ მახინჯმა რა იქნება.
    შტეგენი
    სემედუ პიკე ლენგლე ალბა
    დეიონგი ბუსკეცი
    მესი გრიზმანი დემბელე
    სუარესი
    ამ სასტავით ყველაზე კარგი ეს იქნება გრიზმანი გახდება ძაან პროდუქტიული დემბელეს ფატი შეცვლის ხოლმე

    არტური? ჯობია ბრაზილიელ-ჰოლანდიური დუეტი ცენტრში. ტიტეც ეგრე ათამაშებს

    2
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 15:43

    სანამ ის ცხვირგასიებული პოზიციას არ შეუცვლის ესე იწვალებს სულ

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Wtf man გულშემატკივარი [?]

    8 ნოემბერი 2019 15:11

    ერთხელ ცადოს 4-2-3-1 იმ მახინჯმა რა იქნება.
    შტეგენი
    სემედუ პიკე ლენგლე ალბა
    დეიონგი ბუსკეცი
    მესი გრიზმანი დემბელე
    სუარესი
    ამ სასტავით ყველაზე კარგი ეს იქნება გრიზმანი გახდება ძაან პროდუქტიული დემბელეს ფატი შეცვლის ხოლმე

    2
    გასულია
    B.A.r.c.A წევრი [?]

    8 ნოემბერი 2019 14:07

    Ese barsas kidev rodis gaumartlebs kacma ar icis vidalze naklebi mshromeli da naklebi gulit motamashe arc grizmanea

    2
    გასულია
    BEQA BARCA წევრი [?]

    8 ნოემბერი 2019 13:58

    სააღოლ მართლა გრიზს კაცი იმენა დაცვაშიც თამაშობს.. მაგარი ტრანსფერია..

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge