როგორ გაუშვა "ბარსამ" "რეალის" ამომავალი ვარსკვლავი ხელიდან

  • 8-11-2019, 12:35
  • როგორ გაუშვა "ბარსამ" "რეალის" ამომავალი ვარსკვლავი ხელიდან

    მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ტალანტმა, როდრიგო გოესმა, მიმდინარე სეზონში, უკვე ბევრი აალაპარაკა. შეიძლება ითქვას, რომ მან ანსუ ფატის მიღწევებიც კი გადაფარა, რადგან 18 წლის ასაკში, ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში, თავი 3 გოლითა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

    Sport-ის ცნობით, საკმაოდ მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ როდრიგო დღეს "ბარსელონას" მაისურით გვეხილა.

    კატალონიური წყაროს ცნობით, 2018 წლის გაზაფხულზე, მაშინ "სანტოსში" მოთამაშე როდრიგომ "ბარსელონასთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ბრაზილიური კლუბი "ბლაუგრანასგან" 50 მილიონ ევროს ითხოვდა. კატალონიელები გაცილებით ნაკლებს იხდიდნენ, მაგრამ "სანტოსის" დაყოლიება მაინც მოხერხდა.

    ტრანსფერის დასრულებას ბევრი არაფერი ეკლდა, მაგრამ სიატუაცია ივნისში შეიცვალა. 3 ივნისს, "სანტოსის" პრეზიდენტი ბრაზილიასა და ხორვატიას შორის ინგლისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო. იქ მას "რეალის" გენერალური დირექტორი შეხვდა, რომელმაც ფეხბურთელში 40 მილიონი შესთავაზა, რომლის ნახევარსაც "სამეფო კლუბი" დაუყოვნებლივ გადაიხდიდა.

    იმის გამო, რომ იმ დროს "სანტოსი" ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და "რეალის" შეთავაზება "ბარსელონასას" სჯობდა, ხოსე კარლოს პერესმა არჩევანი მადრიდელებზე შეაჩერა და 12 დღეში როდრიგო "რეალის" ფეხბურთელი გახდა.

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    CHEPE გულშემატკივარი [?]

    8 ნოემბერი 2019 18:40

    ფარჩაკ გალათასარაის თუ გაუტანა მესით შერაცხეთ ეხლა ეგ😃😃😃😃 ანტალიასპორი და კონიასპორს რომ ვეღარ უგებს

    3
    გასულია
    Alien messi წევრი [?]

    8 ნოემბერი 2019 17:34

    ალბათ გახსოვთ იგივე სტატია ორი წლის წინ ასენსიოზე😂😂😂😂😂😂😂😂😂

    4
    გასულია
    KING_BARCA ფანი [?]

    8 ნოემბერი 2019 16:44

    ამომავალი ვარსკვლავი არა შკოლა...რანაირი გოლები გაიტანა,სამი კაცი მოატყუა?თუ საოცრებები აკეთა....გასაგებია რო 18 წლისაა და გაიტანა სამი გოლი,მაგრამ ეხლა ამაზე მატირეთ კიდე რო ვითომდა ბარსელონამ დაკარგა....ისედაც დედა აღარ ყავს კლუბს და ესაა სადარდებელი...დრო გვიჩვენებს ამომავალია თუ ჩამავალი...))))

    5
    --------------------
    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    8 ნოემბერი 2019 16:27

    ერთი მატჩით ნუ შერაცხეთ მომავალი ეპოქის მეფედ. გალათასარაის გაუტანა თან.

    4
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 15:41

    კაროჩე სანამ ფულის მოჭერას არ მორჩებიან გოველთვის აგვახევენ ტალანტებს

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    BEQA BARCA წევრი [?]

    8 ნოემბერი 2019 13:56

    რა აზრი აქ წელს ტყუილად გაფუჭდებოდა ვალიკოს ხელში..

    7
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    8 ნოემბერი 2019 13:49

    უმაგრესი ბიჭია როდრიგო... იმედია განვითარებას არ შეწყვეტს

    14
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!
    We 61D it!
    ForçaBarça
    გასულია
    me da barca Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 13:05

    ყოველთვის ერთი და იგივე, თუ როგორ დაკარგა ბარსელონამ ესათუის ტალანტი.

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge