უმტიტი და დემბელე ნაკრებში არ გამოიძახეს

  • 8-11-2019, 12:24
  • უმტიტი და დემბელე ნაკრებში არ გამოიძახეს

    ახლახანს, ნოემბრის სანაკრებო თამაშებისთვის საფრანგეთის ეროვნული გუნდის განაცხადი გახდა ცნობილი და გაირკვა, რომ სამუელ უმტიტისა და უსმან დემბელეს ისევ არ უხმეს.

    უმტიტიც და დემბელეც, ბოლო დროს, ტრავმებით იტანჯებიან. ამჟამად ორივე მათგანი ჯანმრთელია, მაგრამ სათანადო ფორმაში შესვლა მათ ჯერ ვერ მოახერხეს, რის გამოც, დიდიე დეშამმა ფეხბურთელები ნაკრებში არ გამოიძახა.

    უმტიტის ნაკრებში 31-ჯერ უთამაშია და 4-ჯერ გაუტანია, ხოლო დემბელეს აქტივში 21 მატჩი და 2 გოლია. ორივე მათგანი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

    განაცხადში მოხვდნენ კლემან ლანგლე და ანტუან გრიზმანი.

    საფრანგეთი, 14 და 17 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოლდოვას უმასპინძლებს და ალბანეთს ეწვევა.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    CHEPE გულშემატკივარი [?]

    8 ნოემბერი 2019 18:38

    დემბელე კაი მაგრამ უმტიტი კიდე ხოო მაგრამ ისევ თავის ბრალია ეგ ეგრე რომ ხდება ეხლა

    1
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 17:38

    ნეტავ რატომ?

    1
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 15:39

    ძალიან კარგი ფორმის აღდგენაზე ივარჯიშებს ორივე სანამ სანაკრებო პაუზაა

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    8 ნოემბერი 2019 13:48

    ამათ ვინ გამოიძახებს 😂

    6
    --------------------
    Leo Messi - The GOD of football!

    We 61D it!

    ForçaBarça

    გასულია
    me da barca Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 13:01

    უმტიტიმ თვითონ ასამარებს თავის კარიერას. სეზონში 5-ჯერ თამაშობს. ასე მუქთად ხელფასს არავინ არ მოგცემს.

    2
    გასულია
    Andres_Iniesta ფანი [?]

    8 ნოემბერი 2019 12:52

    დეშამი ინანებს უმტიტის ასე მიგდებას

    2
    --------------------
    VALVERDE OUT!!!

    პარტნიორები

    Flashscore.ge