ვალტერ ვილდი - "ბარსელონას" პირველი პრეზიდენტი

  • 7-11-2019, 11:26
  • ვალტერ ვილდი - "ბარსელონას" პირველი პრეზიდენტი

    1899 წლის 22 ოქტომბერს ჟურნალ "ლოს დეპორტესში" ჰანს გამპერის მიერ გამოქვეყნებულ მოწოდებას ახალი კლუბის დაარსების თაობაზე ზუსტად 11 ადამიანი გამოეხმაურა, ესენია: ლუის დ'ოსო, ბართომეუ ტერადასი, ოტო მაიერი, ოტო კუნცლე, ენრიკ დუკალი, პერე კაბოტი, ჟოზეპ იობეტი, ჯონ პარსონსი, უილიამ პარსონსი, კარლეს პუიოლი და ვალტერ ვილდი. მიუხედავად იმისა, რომ 29 ნოემბერს ეს უკანასკნელი სულ რაღაც 27 წლის გახლდათ, "გიმნაზიო სოლეში" შეკრებილ ჯენტლმენთა შორის უფროსი იყო და შესაბამისად ერთხმად აირჩიეს კლუბის პირველ პრეზიდენტად.

    გუალტერი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებდნენ ესპანელი მეგობრები, იყო ერთ-ერთი იმ ათი მოთამაშიდან, რომლებმაც 1899 წლის 8 დეკემბერს "ველოდრომ დე ლა ბონანოვაზე" კლუბის მიერ გამართულ პირველ მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ბარსელონამ" თავისი პირველი თამაში ინგლისელ ემიგრანტებთან დათმო ანგარიშით 0-1. ეს იყო პირველი, მის მიერ კლუბის შემადგენლობაში ჩატარებული ათი მატჩიდან. ყველა მათგანში ის მცველი პოზიციაზე ირჯებოდა.

    მას შემდეგ, რაც გიმნაზიო სოლეს ადმინისტრაციამ კლუბის წევრებს შეატყობინა, რომ შეკრებების მოსაწყობად ახალი არენის მოძებნა მოუწევდათ, სწორედ ვილდი იყო ის, ვინც ახალი ოფისი გამონახა "კარერ პრინცესას" სახით. ვილდივე იცავდა "ბარსელონას" ინტერესებს ქალაქის უძველეს საფეხბურთ კლუბ "კატალასთან" გამართულ დავაში "ველოდრომის" თაობაზე. საბოლოოდ ისევ ვაილდს მოუწია კლუბისთვის ახალი სათამაშო მოედნის გამოძებნა სასტუმრო "კაზანოვასის" სიახლოვეს.

    ის ჯამში სამჯერ აირჩიეს კლუბის პრეზიდენტად, 1901 წლის 25 აპრილამდე, სანამ ბიზნესის გამო ლონდონში გადავიდოდა საცხოვრებლად. პრესტიჟული პოსტი მას ჯამში 513 დღით ეკავა.  გაცილებისას მას და გუნდის გერმანელ ლეგიონერს ოტო მაიერს კლუბის საპატიო წევრის წოდებები გადასცეს. ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მანდ ინგლისში გაატარა, რის გამოც ხშირად არასწორად მოიხსენიებენ ინგლისელად და მის გვარს მარცვლავენ, როგორც - ვაილდს. ამ პერიოდში მან ყველანაირი კავშირი დაკარგა კატალონიელ მეგობრებთან.

    1949 წელს "საფეხბურთო კლუბ ბარსელონას" ოფისში მოვიდა წერილი, რომლის ავტორიც კითხულობდა, თუ რა ბედი ეწია საფეხბურთო გუნდს, რომელიც წერილის ავტორმა და მისმა მეგობარმა ჰანს გამპერმა დაარსეს 50 წლით ადრე.

    კლუბის დირექტორთა საბჭომ პრეზიდენტ ავგუსტი მონტალის თავკაცობით საპასუხო წერილში პირველი პრეზიდენტი "ლეს კორტსზე" გამართულ კლუბის 50 წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე მოიწვია, სადაც მას პუბლიკა ფეხზე წამომდგარი ოვაციით შეეგება.


    წყარო: http://blog.ug.edu.ge/ge/all_posts

    ავტორი: ბექა ხოჯავა

    Barcamania.ge-ზე ქვეყნდება სპეციალური ნებართვით

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    7 ნოემბერი 2019 16:25

    ყველა მათგანში ის მცველი პოზიციაზე ირჯებოდა.
    ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მანდ ინგლისში გაატარა

    0
    გასულია
    me da barca Culé [?]

    7 ნოემბერი 2019 15:24

    ადრე აქ ბარსამანიაზე თუ ბანს დაგადებდნენ ჩვეულებრივად შემოდიოდი, მხოლოდ კომენტარებს ვერ დაწერდი. ახლა ისე დამბლოკეს საერთოდ ვერ შემოვედი, სიახლეები რომ წამეკითხა. ან კომენტარების წაშლა რა უბედურებაა.
    კომუნისტების დროს იყო დაპატიმრება პირადი ქონების ჩამორთმევით, მაგას მაგონებს. პირდაპირ გინებაც არ ყოფილა, მაგრამ ადმინმა ერთპიროვნულად ასე გადაწყვიტა და წერტილიო. კომპანიაა თუ რა ჯანდაბაც, მაგას შევეწირე, მაგის ბლატავმა მომიშალა ნერვები.
    P.S. ადმინ სიკეთეში გადამეხადოს პატიმრობა, კულეს სტატუსი ახალბედაში რომ არ გამიცვალე მაგისთვისაც მადლობა.

    3
    გასულია
    CHEPE გულშემატკივარი [?]

    7 ნოემბერი 2019 12:52

    ციტატა: Coutinho14
    ციტატა: 10გიო10
    ოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა, კლაუდიო ბორგიმ საინტერესო განცხადება გააკეთა:

    "ბარსელონამ ვალვერდეს შემცვლელი დეკემბრისთვის შეარჩია. კატალონიელებს გალიარდო ჩაიბარებს.

    ბასკს ბლაუგრანაში საქმეები ცუდად მისდის, მარსელო კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავკაცია.

    ამ ყველაფერს ავტორიტეტულ წყაროზე დაყრდნობით ვიძახი", - განაცხადა არგენტინელმა.

    აღსანიშნავია, რომ "რივერ პლეიტის" ამჟამინდელი დამრიგებლის გარდა, "კამპ ნოუზე" გადაბარგებას რონალდ კუმანსაც უწინასწარმეტყველებენ.

    როგორი მწვრთნელია ისე შემტევი თუ ესეც ვალვერდეს ნაირი ჩმორია?

    რავი რივერ პლეიტს ცუდად არათამაშებს და ბარსას რატომ ვერ აათამაშებს ამას მაინც აჯობებს მგონია ვალვერდემ ელემენტარული პოზიციების შერჩევა არიცის იგროკებისთვის სულ რომ არაფერი ეგ მასე არ იქცევა და ყველას იქ ათამაშებს სადაც მათთვის კომფორტულია... აი როტაციებში აზრზე არ ვარ როგორი ტრენერია

    და მგონია რომ ეს დროებითი იქნება მართლაც

    3
    საიტზეა
    Coutinho14 გულშემატკივარი [?]

    7 ნოემბერი 2019 12:36

    ციტატა: 10გიო10
    ოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა, კლაუდიო ბორგიმ საინტერესო განცხადება გააკეთა:

    "ბარსელონამ ვალვერდეს შემცვლელი დეკემბრისთვის შეარჩია. კატალონიელებს გალიარდო ჩაიბარებს.

    ბასკს ბლაუგრანაში საქმეები ცუდად მისდის, მარსელო კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავკაცია.

    ამ ყველაფერს ავტორიტეტულ წყაროზე დაყრდნობით ვიძახი", - განაცხადა არგენტინელმა.

    აღსანიშნავია, რომ "რივერ პლეიტის" ამჟამინდელი დამრიგებლის გარდა, "კამპ ნოუზე" გადაბარგებას რონალდ კუმანსაც უწინასწარმეტყველებენ.

    როგორი მწვრთნელია ისე შემტევი თუ ესეც ვალვერდეს ნაირი ჩმორია?

    2
    გასულია
    10გიო10 წევრი [?]

    7 ნოემბერი 2019 11:46

    ოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა, კლაუდიო ბორგიმ საინტერესო განცხადება გააკეთა:

    "ბარსელონამ ვალვერდეს შემცვლელი დეკემბრისთვის შეარჩია. კატალონიელებს გალიარდო ჩაიბარებს.

    ბასკს ბლაუგრანაში საქმეები ცუდად მისდის, მარსელო კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავკაცია.

    ამ ყველაფერს ავტორიტეტულ წყაროზე დაყრდნობით ვიძახი", - განაცხადა არგენტინელმა.

    აღსანიშნავია, რომ "რივერ პლეიტის" ამჟამინდელი დამრიგებლის გარდა, "კამპ ნოუზე" გადაბარგებას რონალდ კუმანსაც უწინასწარმეტყველებენ.

    5

    პარტნიორები

    Flashscore.ge