ჟორდი ალბას დაახლოებით 1 თვე გაუცდება

ჟორდი ალბას დაახლოებით 1 თვე გაუცდება

"ბარსელონას" მარცხენა მცველი ჟორდი ალბა ფეხბურთის თამაშს უახლოესი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ამ ინფორმაციას კატალონიური სპორტული გამოცემები, Sport და Mundo Deportivo ავრცელებენ.

"სლავიასთან" გამართული შეხვედრის (0-0) მე-2 ტაიმის დასაწყისში, ერნესტო ვალვერდემ ალბა სერჟი რობერტოთი შეცვალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარცხენა მცველს ძველი ტრავმის რეციდივი აქვს.

კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, "ბარსელონა" აპირებს არ გარისკოს და ალბას გამოჯანმრთელების პროცესი არ დააჩქაროს. შედეგად, 30 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 4-5 კვირა გაუცდება.

თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ალბა "სელტასთან", "ლეგანესთან", "დორტმუნდთან", "ატლეტიკოსთან" და სავარაუდოდ "მალიორკასთან" გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.

"ბარსელონას" მიზანი ფეხბურთელის 18 დეკემბერს გასამართი "ელ კლასიკოსთვის" სრულ მაადყოფნაში ყოლაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 8 ნოემბერი 2019 00:08
    1
    ადრეც დავწერე ეხლაც ვიმეორობ გუნდს ფიზმომზადება არ გაუვლია ჯერ სად ვართ სეზონის ბოლომდე სრული ლაზარეთი გვექნება ალბათ ! მე ის მაინტერესებს პასუხს რატომ არავინ არ აგებს ამაზე სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული მედ პერსონალით დამთავრებული სრული სირები ბლიად !
    Culé [?]
    #7 7 ნოემბერი 2019 23:47
    0
    კარგია, იმედია შემდეგ 2 თამაშს წავაგებთ, ან სამიც შეიძლება, იქნებადა გააჯმევინონ ამ ყ.. ცხვირას ამის დედას შც ბენზემამ
    Culé [?]
    #6 7 ნოემბერი 2019 19:11
    0
    ეს მგონი ამ ფოტოში ქართულს ცეკვავს 🤣🤣😂
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ფანი [?]
    #5 7 ნოემბერი 2019 19:08
    0
    "ბარსა"-ში აბსოლიტურად ყველა სტრუქტურა-რგოლი მოშლილია. ალბას ტრამვა 100% მორჩენილი არ ჰქონდა და ათამაშეს,ერთი კვირა არ დააცადეს. ბართო-ვალიკო წაეთრიეეეთ...
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #4 7 ნოემბერი 2019 15:35
    0
    ციტატა: Messiah
    იმედია სემედუს არ შეს..მს და ფირპოსაც ენდობა

    ტალიაფიკო უნდა გვეყიდა
    მარჯვნივ სემედუს კიმიხი ბევრად მირჩევნია
    Culé [?]
    #3 7 ნოემბერი 2019 14:14
    2
    ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ,ბარსაში არ არის ყველაფერი კარგად,ამდენი ტრამვები,რასაც ბარსაში ორ სეზონში ღებულობს,სამ გუნდს ეყოფა,ფიზმომზადებარას აკეთებს,რაც მწვრთნელია ის შტაბი ყავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 ნოემბერი 2019 11:55
    4
    ეუფ რა ერთი თვე კაით რაა დორტმუნდთან და ატლეტიკოსთან სერჯოზულად დაგვაკლდება იმედია ინტერთან მაინც იქნებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 7 ნოემბერი 2019 11:07
    4
    ესღა გვაკლდა, სექენდ ჰენდი ფირპოს იმედი არ მაქვს.