ის, რაშიც "ბარსელონას" ყველა ჯობნის

  • 7-11-2019, 00:07
  • ის, რაშიც "ბარსელონას" ყველა ჯობნის

    ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ბარსელონამ" 4 თამაში ჩაატარა და ერთი უსიამოვნო ტენდეცია გამოიკვეთა - მეტოქე გუნდი ყოველთვის კატალონიელ ფეხბურთელებზე მეტს დარბის, უმეტეს შემთხვევაში კი, ბევრად მეტს.

    ამ მხრივ ყველაზე ნორმალური სიტუაცია პირველ ტურში, "დორტმუნდთან" გამართულ შეხვედრაში იყო, როდესაც "ბარსამ" 104.2 კილომეტრი ირბინა, ხოლო მეტოქემ - 107.4 კილომეტრი. მას შემდეგ, მხოლოდ 3-კილომეტრიანი სხვაობაც კი ოცნებად იქცა.

    "კამპ ნოუზე" "ინტერთან" გამართულ შეხვედრაში, "ბარსამ" მეტოქეზე 10 კილომეტრით ნაკლები ირბინა (104.6 vs 114.9).

    შემდეგ იყო "სლავიასთან" 2 თამაში. ჩეხურმა გუნდმა, რომელიც ევროპულ გრანდებს ნამდვილად არ განეკუთვნება, "ბარსა", ამ კომპონენტში, ორივე შემთხვევაში აშკარად დაჯაბნა. პრაღაში, მასპინძლებმა 15 კილომეტრით მეტი რიბინეს (115.2 vs 100.4). ბარსელონაში გუშინ გამართულ შეხვედრაში, "ბლაუგრანამ" კი მოუმატა და 111 კილომეტრი ირბინა, მაგრამ "სლავია" მაინც გაცილებით წინ იყო - 125.3 კილომეტრი.

    "ბარსელონას" საფირმო სტილის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ მეტოქეს უფრო მეტი სირბილი უწევს. თავი დავანებოთ იმას, რომ "ინტერთან" და "სლავიასთან" დაფიქსირებული სხვაობა დასაშვებზე ბევრად მეტია. საქმე ისაა, რომ "ბარსელონას" მეტოქეებს, კატალონიური კლუბის უპირატესობით ფონზე მეტი სირბილი მხოლოდ იმ დროს უწევდათ, როდესაც "ბლაუგრანა" საფირმო "ტიკი-ტაკას" უნაკლოდ ასრულებდა. მაგალითად, ლუის ენრიკეს ტრებლის დროს, როდესაც გუნდი შედარებით "ვერტიკალურ ფეხბურთზე" გადავიდა და ბურთის ფლობას იმდენად დიდ ყურადღებას აღარ ანიჭებდა, "ბარსას", თამაშების მოსაგებად, მეტოქეზე მეტი სირბილი სჭირდებოდა. ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშებაში, ფლეი ოფში ჩატარებული 6 თამაშიდან "ბარსამ" 5 მოიგო ("მანჩესტერ სიტისთან" 2, "პარი სენ-ჟერმენთან" 2, "ბაიერნთან" 1), ხოლო ერთი წააგო ("ბაიერნთან"). საინტერესოა, რომ ხუთივე მოგებულ მატჩში ენრიკეს შეგირდებმა მეტოქეზე მეტი ირბინეს, წაგებულში კი პირიქით მოხდა. მაგალითად, ნახევარფინალის პირველ მატჩში, "ბაიერნთან", "კამპ ნოუზე", მასპინძლებმა მეტოქეს ბურთი დაუთმეს (47%-53%) თავად 3 კილომეტრით მეტი ირბინეს და 3-0 იმარჯვეს.

    ამ ანალიზის შედეგად ირკვევა შემდეგი - "ბარსელონამ" ან გვარდიოლას საფირმო ფეხბურთი უნდა ითამაშოს, ან მეტოქეზე მეტი ირბინოს. ჯერჯერობით, ერნესტო ვალვერდეს გუნდს არც ერთი გამოსდის და არც მეორე.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    8 ნოემბერი 2019 01:22

    ამას ვამბობ დიდი ხანია და რა აზრია თუ იმათ არ ესმით. სირბილით მოიგი რომამ და ლივერპულმაც

    0
    გასულია
    BEQA BARCA წევრი [?]

    7 ნოემბერი 2019 19:02

    #OUTVALVERDE

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    7 ნოემბერი 2019 14:43

    პეპმა იცოდა როგორ ერბინა მეტოქეზე ნაკლები და მოეგო.

    ლუჩომ ივოდა როგორ ერბინა მეტი და მოეგო.

    ვალვერდემ მარტო იცის როგორ ვერ უნდა მოიგოს და მორჩა

    3
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    7 ნოემბერი 2019 00:57

    ეს ვალვერდეს ტაქტიკაა რაღაც სასწაული :D

    5
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    7 ნოემბერი 2019 00:36

    ჩმორიკომ განაცხადა,რომ კრუიფმა ასე გვიანდერძაო joy

    5
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    7 ნოემბერი 2019 00:14

    ვალვერდე მარტო ამის გამო უნდა ადგე და გაასხა ბარსადან

    8
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    10გიო10 წევრი [?]

    7 ნოემბერი 2019 00:13

    დაახვიოს ვალვერდემ და ყველაფერი გამოსწორდება

    7

    პარტნიორები

    Flashscore.ge