სერხიო ბუსკეტსი მიგელის გაუთნაბრდა

სერხიო ბუსკეტსი მიგელის გაუთნაბრდა

"ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით, მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.

"სლავიასთან" გუშინ გამართული შეხვედრა (0-0), ბუსკეტსისთვის, "ბარსელონას" მაისურით, რიგით 549-ე გამოდგა. ის გაუთნაბრდა "ბლაუგრანას" ლეგენდას, მიგელის, რომელიც კატალონიურ კლუბში 1973-1989 წლებში თამაშობდა.

31 წლის ფეხბურთელზე წინ მხოლოდ მისივე ეპოქის წარმომადგენლები არიან: ჩავი ერნანდესი - 767 თამაში; ლიონელ მესი - 697 თამაში; ანდრეს ინიესტა - 674 თამაში; კარლეს პუიოლი - 593 თამაში.

ბუსკეტსს თეორიული შანსი აქვს კარლეს პუიოლს მიმდინარე სეზონშივე გაუთანაბრდეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდეს და ფეხბურთელმა მონაწილეობა ყველა შეხვედრაში მიიღოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 6 ნოემბერი 2019 21:55
    0
    ჩავთვალოთ პუიოლს ამ სეზონში ვერ დაეწევა ყველა რო სტარტიდან დაიწყოს....
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 ნოემბერი 2019 21:03
    1
    ამასაც ძაან აქვს მოკლებული
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 ნოემბერი 2019 20:21
    1
    ამან ეგრე თუ გააგრძელა ინისაც ვერ გაასწრებს