მორიგი უსახური მატჩი უსმან დემბელესგან

მორიგი უსახური მატჩი უსმან დემბელესგან

"სლავიასთან" მატჩამდე ერნესტო ვალვერდეს შემტევი ხაზის დაკომპლექტების ორი ვარიანტი ჰქონდა - ლიონელ მესისთან და ანტუან გრიზმანთან ერთად ან უსმან დემბელე ითამაშებდა, ან ანსუ ფატი. საბოლოოდ, მწვრთნელმა არჩევანი ფრანგ ფეხბურთელზე შეაჩერა.

უსმანი მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, თუმცა, სამწუხაროდ, მან თავი მხოლოდ არაზუსტი პასებითა და ბურთის მრავალჯერადი დაკარგვით დაგვამახსოვრა. იმის მიუხედავად, რომ 22 წლის ფეხბურთელის შეძენა "ბარსელონას" 100 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა, ის გუნდს ვერაფრით ეხმარება.

ერთადერთი კარგი რამ, რაც გუშინ უსმანმა გააკეთა, იყო შესანიშნავი პასი სერჟი რობერტოზე, მაგრამ ეს საკმარისი არაა. მაშინაც კი, როდესაც მეტოქე გუნდი მაღალი დაცვის ხაზით თამაშობს, რაც ფრანგი ფეხბურთელისთვის იდეალურ პირობებს ქმნის, დემბელე თავის გამოჩენას ვერ ახერხებს. მე-60 წუთისთვის, როდესაც "ბარსელონამ" სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყო, უსმანმა მესიზე ზუსტი პასი ვერ გააკეთა და ბურთი კიდევ ერთხელ დაკარგა - ეს მისი ბოლი ქმედება იყო გუშინდელ თამაშში. ფრანგი 65 წუთზე ანსუ ფატიმ შეცვალა, რომელმაც მიღებულ 25 წუთში, დემბელესგან განსხვავებით, კარგი შთაბეჭდილების დატოვება შეძლო. Sport-ის ცნობით, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი "კამპ ნოუს" პუბლიკამ მოედნიდან სტვენით გააცილა.

დემბელე შორსაა ისეთი მოთამაშისგან, რომელიც გუნდს მატჩების მოგებაში დაეხმარება. ფრანგი "ბარსელონაში" უკვე მესამე სეზონს ატარებს, მაგრამ მისი პროგრესი შესამჩნევი ნამდვილად არაა...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #20 6 ნოემბერი 2019 20:55
    2
    .Le isev .lea
    Culé [?]
    #19 6 ნოემბერი 2019 20:48
    8
    დანარჩენები ხო რას აბობ დაფრინავდნენ...არ შეიძლება მხოლოდ 1 აკრიტიკოთ იმიტომ, რომ დემბელეს ''გინება'' მოსულა და პოპოლარულია...1) თუ დმებელემ გრიზმანზე უკეთ ითამაშა რიგ მომენტებში, მე მაგალთად ასეთ პასებს არც ველოდი მისგან და სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. 2) თუ გინდა და გინდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე მიდი რა შიდა ჩემპიონატის მატჩი არ გამოატოვებინო...საბოლოოდ კიდე შეცვალა ფატითი.. გუნდში 10 ფეხრბურთელმა ჩაისვარა და (შტეგენის გარდა) და ამ დროს დემებელს უსახრი მატჩი მხოლოდ..რაღაც სექტანტებივით (ჰალასნაირად) არ გამოგგივიდეს
    Culé [?]
    #18 6 ნოემბერი 2019 19:42
    2
    მთლად უსახური არ იყოო...
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 6 ნოემბერი 2019 19:41
    9
    რატო შეეცით ამ დემბელეს, მშვენივრად ითამაშა, ამის და მესის გარდა არავინ მიდის გამწვავებაზე და დაკარგავდდა აბა რას იზამდა. მარტო სემედუ რამდენჯერ გაიყვანა, იქეთ რობერტოსაც დაუხატა პასი, კარგი დრიბლინგბიც აკეთა, არასისტემატიურად მოთამაშე ფეხბურთელს, ვალვერდეს ხელში მეტს რას თხოვთ
    გულშემატკივარი [?]
    #16 6 ნოემბერი 2019 19:33
    4
    კარგი მწვრთნელი ჭირდება, რომელიც თამაშის მიმდინარეობას წაიკითხავს და დაეხმარება განვითარებაში, ვალვერდეს ხელში ვერ გაიხარებს!!!
    MATS
    სტუმარი [?]
    #15 6 ნოემბერი 2019 19:18
    7
    ვალვერდე აბსულიტურად ვერავის იყენებს სწორად.აშკარაა რო ვალვერდეს ბრალია ასეთ დღეში როა გუნდი გუნდს გადაადგილებაზე ეტყობა რო საერთოდ ვერ თამაშობს გუნდურ ფეხბურთს ყველა ინდივილუალურად ცდილობს რაღაცის გაკეთებას.დემბელეს ტყუილად ადანაშაულებენ.უბრალოდ გაუგებარია ფეხბურთელების გადაადგილება მოედანზე თითქოს არ იციან რა უნდა გააკეთონ.ასეთი თამაშით წელს ყველაფერს წავაგებთ ჯობია გარისკონ და დაითხოვონ ერნესტო უბრალოდ აზრი არააქვს ასე თამაშშს.
    გულშემატკივარი [?]
    #14 6 ნოემბერი 2019 19:03
    4
    ეს კაცი გვარდიოლას ან კლოპს მიეცით და სასწაული დადგება. იჯარის წესით გაუშვან 1 წელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 6 ნოემბერი 2019 18:55
    7
    ბიჭო როგორ აპრავებთ ამ არაფრისმაქნის ინვალიდს იმით , რო მესიმაც ვერ ითამაშა თურმე. მოსვლის დღიდან მითხარით ერთი მატჩი სადაც ეპიზოდურად კიარა თავიდან ბოლომდე ისე ითამაშა როგორც 120 მილიონიან ფეხბურთელს ეკადრება. შეგრცხვეთ ამის დაცვა ვიღაც ვიღაცებს პროსტა უმაქნისს იცავთ. ტრავმებზე და უდისციპლინობაზე არაფერს ვამბობ. რაკიტიჩს რო ეძახით სწორხაზოვანს, დემბელეზე კრეატიულია ეგეც კი მთელ რიგ მომენტებში.
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    rivaldo 10
    სტუმარი [?]
    #12 6 ნოემბერი 2019 18:24
    7
    ეს რაცაა ვიცი.. მაგრამ გუშინ ამაზე მეტჯერ მესიმ დაკარგა და ეს არც თუ ისე იშვიათი ამბავია ეგ მესისგან ბოლო ხანებია, რაც გუნდს ცოტა არიყოს ძვირად უჯდებადა სწარაფ კონტრას იღებს გუნდი ყოველი დაკარგული ბურთის მერე და მეთელი გუდი უკან გარბის მაგრამ ვერ ასწერებენ დაცვაში ჩასვლა რადგან ზედმეტად აწეულები თამაშობენ, არამგონი მესი ჩემზე მეტად ვინმე აფასებდეს მაგრამ ეს ბოლო დროები არ მომწონს მისი ეგოისტური გამოხდომები. გუშინ გრიზმანისთვის პასი უნდა გაკეთებინა ცარიელში იყო მაგრამ ორი მცველის მოტრყუუებაზე წავიდა და გრიუზმანი დაიგნორა, სუარესი რომ ყფილიყო დაწბუნევული ვარ პას გაუკეთებდა. კაპიტანია ამხელკა ავტორიტეტი აქ და და ეს ავტორიტეტი გამოიყენოს იმისთვის რომ გუდი შეკრას როგორც ერთი ოჯახი, პირიქით კლანებად არიან დაყოფილი და ყველა თავისთვის თევზაობს. კლუბში თუ ერთიანობა არაა და გუდურობა დიდი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებ რაც არუნდა სახელები გყავდეს გუდში მასე დაემრთა რეალის გალლაქტიკოს წლების წინ მარტო სახელები იყვნენ და მომთხოვნ მწვღნელს გუდში არ აჩერებდნენ. აი ლივერპულში ცალკლე აღებული არცერთი არ კაშკაშებ როგორც ვარსკვლავი მაგრამ გუდურად ძალიან ძლიერები არიან მაგიტომ დადეს ლიგა და მაგიტომ გამოაპანღურებს ბარსელონა მესი თამადობით. ეს კიდე ადგა და ვალვრდეს დაუჭირა მხარი იმიტომ რომ მის ხუშტურებს არ ახტება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემზე მეტად არავინ აფასებს მესის როგორც ფეხბურთელს მაგრამ მის კაპიტნობას და ავტორიტეს არ იყენებს სათანადოდ, ბოლო ბოლო წლეიწადში 50 მილიონს იღებს და კეთილი ინებოს და მის პრიციპეზე წინ გუდის ინტერესები დააყენოს ესვასება თუ არა ესა თუ ის ფეხბურთელი.
    Culé [?]
    #11 6 ნოემბერი 2019 18:06
    5
    აუ ხოო შეუკიკინეს
    უყურეთ და ითვალეთ რამდენ ცუდ პასს აკეთებს მესი რამდენი ებლანდება ფეხებში
    რას გავს ბუსკეცი რამდენჯერ დაკარგა უკვე ბურთი ისე რო კარგად შეგვიტიეს მერრე
    პიკე არ ვარგა სუარესი ხოო იმენაა სააქაოს აღარაა
    ყველა უაზროდ თამაშობს უკვე ყველა ამოვარდნილია კალაპოტიდან ახალი შემართება და მოტივაცია უნდა გუნდს.
    რაღა ამ დასტრესილ დემბელეს მიადგებიან ხოლმე
    აი მოვა სხვა მწვრთნელი და გამოსწორდება ყველა.
    Arthur-de jong
    სტუმარი [?]
    #10 6 ნოემბერი 2019 18:06
    1
    ციტატა: basa7
    სტერლინგს ასწავლა ბოლო ბოლო თამაში გვარდიოლამ, მსგავსი თხა ფეხბურთელი საერთოდ არ მახსოვს და

    ხელფასის ნახევარს კლუბუს დაწერილ ჯარიმებში იხდის და მიბაძოს სტერლინგს.მარტო გვარდიოლა ვერ ასწავლიდა.იგივენაირადაა დემბელეც ოღონ ამას მეტი პლიუსები აქ მარა კიდია ცალ ფეხზე
    Culé [?]
    #9 6 ნოემბერი 2019 18:02
    10
    ამ სტატიის ავტორს გუშინდელი თამაში არ უნახავს მგონი, ბაზარი არაა ხშირად კარგავს ბურთს მაგრამ გუშინ ყველაზე სახიფათო მომენტები ზუსტად დემბელემ შექმნა, სამჯერ სემედუ გაიყვანა, ერთხელ სერხი რობერტო, ერთხელ პიკეს დაასვა თავზე ბურთი. იმათ რომ ევარგათ მინიმუმ ორით ნოლს მოვიგებდით სამით ნოლს თუ არა და დიდი ბოდიში მაგრამ მართლა ზედმეტად ხო არხართ ყველა ამ დემბელეზე მართლა ჩაციკლულები. რა დემბელე ხალხნო იდიოტი გვყავს ტრეინერი. ეგ დემბელე ბდღვნიდა დორტმუნდში ყველაფერს. ამ იდიოტმა კიდევ გუნდი როგორ დააწყო გუშინ შეამჩნიეთ საერთოდ? გრიზმანი ისევ მარცხნივ გაუშვა და დღემდე ჯერა რომ მაგ ფრთაზე ადაპტირდება კოუტინიოსი არ იყოს გრიზმანი. ან რაკიტიჩის შემოყვანა რა უბედურება იყო. გრიზმანი უნდა დაეწია მარჯვენა ნახევარმცველზე, ან სულაც ფატი, გრიზმანი, დემბელე და წინ მესი გადაეწყო და უკან ორი საყრდენიტ მაგრამ უტრა.ოა

    სტერლინგს ასწავლა ბოლო ბოლო თამაში გვარდიოლამ, მსგავსი თხა ფეხბურთელი საერთოდ არ მახსოვს და
    Arthur-de jong
    სტუმარი [?]
    #8 6 ნოემბერი 2019 17:52
    2
    ციტატა: messi-neymar
    მაღალი ფონის ფეხბურთელი ამდენ არაზუსტ პასს არ უნდა აკეთებდეს და ამდენჯერ არ უნდა კარგავდეს ბურთს. ბევრჯერ წაკითხულ გადაცემებს აკეთებს და ფანტაზიის უნარი არ აქვს. ძალიან სწორხაზოვნად თამაშობს. დადებითი თვისებებიც აქვს რომელიც ეხმარება ხშირად მაგრამ მეტი მუშაობა ჭირდება რომ დაიხვეწოს. გუშინ ეგ და მესი გარბოდნენ და პასი არ გაუკეთა სადაც დიდი ალბათობით მარტო დარჩებოდა და მეორე მხარეს წაიღო ბურთი და დაკარგა. მეორე შემთხვევაში იქ მოუნდი პასის გაკეთება სადაც ჩაიჭრებოდა და არ დაარტყა. ამ დეტალებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთო ჯამში

    ეგ მარტო გუშინ არ მომხდარა ხშირად იღებს ისეთ გადაწყვეტილებას რაც უკვე წაკითხულია და ეს თითო თამაში რამოდენიმეჯერ ხდება.აშკარად აქ გამოსასწორებელი.ეს ხშირად რო ილეწება ცალკე თემაა.არა და მისი სისწრაფე და დარტყმა კარგად გამოგვადგებოდა მარაბრათ გინდა უტვინოდ იქცევა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 6 ნოემბერი 2019 17:51
    3
    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცა დემბელეს ჰეითერმა ფბ სტატუსი დადო. რანაირი სტატიაა, ვინმე არაა საიტზე ვინც გადახედავს რა იწერება? ტეხავს ასეთი არაობიქტურობა და ვიღაცების სუბიექტური მოსაზრებების საკითხად ნაკლებად შემოვდივარ აქ. და თუ მომინდება, კომენატრებიც შეიძლება მაგის ნახვა :)
    ფანი [?]
    #6 6 ნოემბერი 2019 17:49
    1
    კარგად რომ ითამაშოს ორი რამაა საჭირო:1. კარგი მწვრთნელი და ფიზმომზადება.2. ტაქტიკურად გამართული გუნდი და რეგულარულად თამაში. ვალიკოს ხელში,ვინ თამაშობს კარგად,ვინ???
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 ნოემბერი 2019 17:46
    2
    მესიმ ხო თავის დედისამ დაგლიჯა, გრიოზმანს რო ეგრე ექცევა სამკლაური უნდა წაართვა, მკიდია მე მისი დამსახურებები, მაგრე დამსახურება სხვებსაც ქონიათ მაგრამ თავზე არავის გაუჯვია როგორც ეგ იქცევა, თავის მძორ ძმას არაფერს ეუბნება მაზილაობაზე და სხვებს უბღვერს მარტო როგო აქამდე მარტო ალბა ატენიდა ბურთს ეხლა სხვებსაც ავალდებულებს როგორც ჩანს, გუშინ გამოჩნდა კიდეც დემბელეს შეეძლო დარტყმა მარა მაგას უპასა და ჩაიჭრა ის ბურთი
    Culé [?]
    #4 6 ნოემბერი 2019 17:46
    4
    მაღალი ფონის ფეხბურთელი ამდენ არაზუსტ პასს არ უნდა აკეთებდეს და ამდენჯერ არ უნდა კარგავდეს ბურთს. ბევრჯერ წაკითხულ გადაცემებს აკეთებს და ფანტაზიის უნარი არ აქვს. ძალიან სწორხაზოვნად თამაშობს. დადებითი თვისებებიც აქვს რომელიც ეხმარება ხშირად მაგრამ მეტი მუშაობა ჭირდება რომ დაიხვეწოს. გუშინ ეგ და მესი გარბოდნენ და პასი არ გაუკეთა სადაც დიდი ალბათობით მარტო დარჩებოდა და მეორე მხარეს წაიღო ბურთი და დაკარგა. მეორე შემთხვევაში იქ მოუნდი პასის გაკეთება სადაც ჩაიჭრებოდა და არ დაარტყა. ამ დეტალებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთო ჯამში
    ფანი [?]
    #3 6 ნოემბერი 2019 17:44
    3
    ციტატა: Kulle
    აი როგორ არ მინდა თქმა და ვატყობ ჯგუფში ჩავრჩებით აი მაგალითად დორტმუნს ჩვენ რო ვერ მოვუგოთ ფრე ან მოგვიგოს და დორტმუნდა პრაღასაც მოუგოს უკვე გასულია .... მეორე ინტერმა პრაღას მოუგოს და სახლში ვეთამაშებით ინტერს რომელსაც შეუძლი მოგვიგოს და ჩავრჩებით ჯგუფში


    მთელი გულით მინდა რომ ჩავრჩეთ. ვერ მოვიგებთ წელს ლიგას და ვერასდროს ვერ მოვიგებთ ამ მწვრთნელით. გუნდში ჩარჩენა იმის გარანტია მაინც იქნება ამ კიბო მწვრთნელს გაუშვებენ და დავისვენებთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 ნოემბერი 2019 17:40
    2
    სამჯერ ბებიაჩემმა გაიყვანა სემედუ ერთი ერთზე და ბებიაჩემმა გაუკეთა რობერტოს პასი არაობიექტურობის პიკი კი ვერ ითამაშა ისე როგორც საჭირო იყო მარა მარტო ეს აქტიურობდა შეტევაში ერთი ფატიმ რა გააკსთა იმ პასის მეტი ძაან მაინტერესებს ისე გამოგყავთ თითქოს მაგას არ დაუკარგავს ბუფთები გუშინ დემბელე კი არა მესი და გრიზმანი კარგავდნენ ბურთებს მარა მარტო დემბელეს ცუდი რატო ჩანს ვერ ვხვდები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 6 ნოემბერი 2019 17:40
    4
    მთელი მატჩის განმავლობაში ყველაზე ნათელი წერტილი იყო გუნდში, ზედმეტად ბევრ ყურადღებას აქცევთ და ზედემეტად ჩაეციკლებით ხოლმე მის არაზუსტ პასებს. ცოტა დაუნახავები ხართ