ჟერარ პიკემ ვიქტორ ვალდესს გაასწრო

"ბარსელონას" ცენტრალური მცველისთვის, ჟერარ პიკესთვის, ჩემპიონთა ლიგაზე "სლავიასთან" გუშინ გამართული შეხვედრა (0-0) განსაკუთრებული იყო. 32 წლის ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგაზე, 111-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ხუთეულში შევიდა.
პიკემ ვიქტორ ვალდესს გადაასწრო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 110 თამაში აქვს ჩატარებული.
"ბარსელონას" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი, 157 თამაში ჩავი ერნანდესს აქვს ჩატარებული. მე-2 ადგილზე, 139 თამაშით, ლიონელ მესია. მას ანდრეს ინიესტა მოსდევს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 132-ჯერ უთამაშია. მე-4 ადგილს, 120 თამაშით, კარლეს პუიოლი იკავებს.
პიკეს თეორიული შანსი ჰქონდა, პუიოლს მიმდინარე სეზონში დასწეოდა, მაგრამ ეს ვეღარ მოხდება. მიმდინარე გათამაშებაში 3 ყვითელი ბარათის მიღების გამო, ფეხბურთელი "დორტმუნდთან" მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე, ჩემპიონთა ლიგაზე ის მაქსიმუმ 8 თამაშის ჩატარებას მოასწრებს.
თუ მომდევნო ტურში, "დორტმუნდის" წინააღმდეგ ითამაშა, პიკეს სერჟიო ბუსკეტსი დაეწევა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.




კომენტარები [ 3 ]