19-წლამდელები "სლავიასთან" უქულოდ დარჩნენ - [VIDEO]

19-წლამდელები "სლავიასთან" უქულოდ დარჩნენ - [VIDEO]

"ბარსელონასა" და "სლავიას" პირველ გუნდებს შორის დაფიქსირებული სენსაციური შედეგის (0-0) გამო, კატალონიელთა 19-წლამდელთა გუნდის მორიგი კრახი ყურადღების მიღმა დარჩა.

ალბერტო ენსინას პოსოს გუნდმა "სლავიას" 19-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა. "ბარსელონას", რომემლაც ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა 2 წაგებით დაიწყო, პრაღაში 2 კვირის წინ გამართული შეხვედრა 4-0 ჰქონდა მოგებული და გუშინდელი მატჩის ფავორიტებადაც კატალონიელები მიიჩნეოდნენ.

დე ლა ფუენტემ მასპინძელი გუნდი მე-16 წუთზე დააწინაურა, მაგრამ ტაიმის მიწურულს სტუმრებმა თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს.

56-ე წუთზე, "სლავია" უკვე წინ გავიდა, ორ წუთში კი, სანსის მიერ მიღებული მე-2 ყვითელი ბარათის გამო, "ბარსა" მოედანზე კაცნაკლული დარჩა.

86-ე წუთზე, მორტიმერის ზუსტი დარტყმით, "ბლაუგრანამ" ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ ერთ წუთში ჩეხებმა მესამეც გაიტანეს და შინ 3 ქულთ დაბრუნდნენ.

4 ტურის შემდეგ, "ბარსელონა" 3 ქულით ბოლო ადგილზეა. ლიდერ "ინტერს" 9 ქულა აქვს, ხოლო "დორტმუნდსა" და "სლავიას" - 6-6 ქულა.

გუნდი, რომელსაც ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 6 გათამაშებიდან 2 აქვს მოგებული, ჯგუფში პირველად ჩარჩენის საფრთხის წინაშეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 6 ნოემბერი 2019 13:19
    0
    ეს რა ხდება დაიქცა ბარსაა 🤬😡🤬😡
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #1 6 ნოემბერი 2019 11:48
    0
    ყოჩაღ, უდიდესი ბედნიერებაა expressionless expressionless