"ბარსამ" რეკორდული 111 კილომეტრი გაირბინა, მაგრამ...

"ბარსამ" რეკორდული 111 კილომეტრი გაირბინა, მაგრამ...

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, "სლავიასთან" გამართულ მატჩში (0-0), "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ძალიან ცუდი თამაში აჩვენეს. თუმცა, სტატისტიკის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კატალონიელებს თავი არ დაუზოგავთ.

UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "ბარსამ", გუშინდელ შეხვედრაში, 111 კილომეტრი ირბინა, რაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, კატალონიური გუნდისთვის, საუკეთესო შედეგია. ვალვერდეს ფეხბურთელებმა "დორტმუნდთან" 107, "ინტერთან" 104, ხოლო "სლავიასთან" პრაღაში 100 კილომეტრი ირბინეს.

ამ შედეგის მიუხედავად, მეტოქესთან სხვაობა მაინც ძალიან დიდია - "სლავიას" ფეხბურთელებმა 125.3 კილომეტრი გაირბინეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 6 ნოემბერი 2019 13:15
    0
    ვალოდიამ ხო თქვა არ ვაქცევ ყურადღებას ფიზიკურ მომზადებასო და აჰააა
    #OUTVALVERDE
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 ნოემბერი 2019 12:59
    4
    ეგაა ფიზიკის უქონლობა მეტი კი არაფერი ჩვენ გენიოსას ფეხებზე კიდია ფიზიკა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 6 ნოემბერი 2019 11:28
    1
    ვერ დარბაინ და ვერ თამაშობენო მერე ფეხბურთელი თუ არ არბინე მაგიტოა ყველა ართმევს ბურთს და დაცვაში ჩამოსვლას აგვიანებენ. ნახე ეგერ გვარდიოლა კლოპი რამდენს არბენინებს ფეხბურთელებს მაგიტო აქვთ ესეთი შედეგი. ტყუილი არ უთქვამს წეცბაიას დღეს ფეხბურთი არი წინ და უკან სირბილი გამძლეობაა