ბოლო 2 წლის ანტირეკორდი "კამპ ნოუზე"

  • 6-11-2019, 10:44
  • ბოლო 2 წლის ანტირეკორდი "კამპ ნოუზე"

    "ბარსელონას" მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაში და დაფიქსირებული შედეგები გულშემატკივრების განწყობაზეც აისახება, რის შედეგადაც, კატალონიური კლუბი ფინანსურადაც ზარალობს.

    "სლავიასთან" გუშინ გამართულ შეხვედრას (0-0) მხოლოდ 67 023 ადამიანი დაესწრო. მადრიდული As-ის ინფორმაციით, "კამპ ნოუზე", ჩემპიონთა ლიგის მატჩს ასეთი ცუდი დასწრება 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონია. 2 წლის წინ, "ოლიმპიაკოსთან" თამაშს სტადიონიდან თვალი მხოლოდ 55 026-მა ადამიანმა მიადევნა.

    ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის "კამპ ნოუს" ანტირეკორდი ჯგუფურ ეტაპზე, "ტოტენჰემთან" მატჩში დაფიქსირდა. როდესაც "ბარსას" ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული ჰქონდა, თამაშის საყურებლად 69 961 გულშემატკივარი მივიდა.

    გუშინდელ მატჩზე ცოტა გულშემატკივრის მისვლას ობიექტური ახსნაც აქვს - თამაში სამუშაო დღეს, ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე დაიწყო.

    თეგები: სლავია

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BEQA BARCA გულშემატკივარი [?]

    6 ნოემბერი 2019 13:14

    ერთი კაციც არ მივიდეს და იქნებ რამე უქნან ამ ვალოდიას #OUTVALVERDE

    3
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    6 ნოემბერი 2019 12:57

    არც სელტასთან თამაშზე არ უნდა მივიდეს ხალხი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    6 ნოემბერი 2019 11:30

    სერიოზული ბოიკოტია ეს და ვიბმე თუა ისეთი ვისაც ანაღვვლებს ბარსელონას ბედი ხმა უნდა ამოიღოს და გაუშვან ეს მწვრთნელი

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge