ტერ შტეგენის ძალიან ცუდი შედეგი ლა ლიგაში

"ბარსელონას" მიერ მიმდინარე სეზონში გაშვებული გოლების რაოდენობა საგანგაშოა. მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარი, ლა ლიგის 11 მატჩში, უკვე 14-ჯერ აიღეს.
თანამედროვე ფეხბურთში, მეკარის დონისა და სათამაშო ფორმის შესაფასებლად, ყურადღებას მხოლოდ გაშვებული გოლების რაოდენობას არ აქცევენ, რადგან ხშირად, ბევრი გაშვებული გოლის მიზეზი დაცვის ცუდი თამაშია. დღეს, ერთ-ერთ მნიშვნელონი სტატისტიკური მონაცემი მოგერიებული ბურთების პროცენტული მაჩვენებელია.
როგორც ირკვევა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, ლა ლიგაში, ძველებურად ვერ ბრწყინავს. Opta-ს ინფორმაციით, განვლილ 11 შეხვედრაში, გერმანელმა მეკარემ დარტყმების მხოლოდ 56.2% მოიგერია, რაც "ეიბარის" მეკარის", მარკო დმიტროვიჩის (54%) შემდეგ, ყველაზე ცუდი შედეგია.
საინტერესოა, რომ ტერ შტეგენი რადიკალურად განსხვავებულ თამაშს აჩვენებს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც 16-დან 14 დარტყმული მოიგერია, რაც 87.5% უდრის.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.




კომენტარები [ 8 ]