"ბარსა" "გრენობლის" ნახევარმცველით დაინტერესდა

"ბარსა" "გრენობლის" ნახევარმცველით დაინტერესდა

ფრანგული სპორტული გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონა" დაინტერესებულია, "გრენობლისა" და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრით, 18 წლის ატილა ტურანით. L’Equipe–ზე დაყრდნობით, "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი ზუბისარეტამ, ბოიან კრკიჩის მამა საფრანგეთში სწორედ ამ ფეხბურთელის დაკვირვებისთვის გააგზავნა. ბოიანის მამა მართლაც იმყოფებოდა საფრანგეთში და "გრენობლის" ერთ–ერთ მატჩსაც დაესწრო.

ატილა ტურანი მარცხენა ნახევარმცველია, თუმცა მას ასევე მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაში. თურქული წარმოშობის ფეხბურთელს ნამდვილად აქვს იმის ამბიცია, რომ "პრიმერაში" ითამაშოს და L’Equipe–ზე დაყრდნობით "ბარსელონა" საუკეთესო შანსია.

ტურანმა "გრენობლის" მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო ახაგაზრდულ ნაკრებში მას ჯერ არ აქვს გოლი გატანილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.