ლანგლემ უმტიტის პერსონალური ბრძოლა მოუგო

ლანგლემ უმტიტის პერსონალური ბრძოლა მოუგო

ხავიერ მასკერანოს წასვლისა და ტომას ვერმალენის ტრავმის შემდეგ, გუნდში მცველის ყიდვის აუცილებლობა გაჩნდა. არჩევანი საბოლოოდ კლემან ლანგლეზე შეჩერდა, რომელიც არაჩვეულებრივად თამაშობდა "სევილიაში" ორი სეზონის განმავლობაში. კატალონიელებს "სევილიასთან" მოლაპარაკებები არ ჰქონიათ, რადგან პირდაპირ გადაიხადეს 35 მილიონი ევრო. ახლადარჩეულმა ერიკ აბიდალმა ლანგლე "ბარსელონაში" გადმოსვლაში დაარწმუნა.

ამ დროს დაცვის უკანა ხაზში ჟერარ პიკემ და სამუელ უმტიტიმ არაჩვეულებრივი ტანდემი შექმნეს. ახალმოსული ლანგლეს სპორტულმა დირექტომა პირობა მისცა, რომ "კამპ ნოუზე" თამაშის შანსს მიიღებდა. ეს ასეც მოხდა უმტიტის პირველ სერიოზული ტრავმის შემდეგ.

ამ პერიოდიდან მოყოლებული ფრანგმა საოცარი პროგრესი აჩვენა და ძირითადი შემადგენლობის წევრიც გახდა, შეიძლება ითქვას, რომ მან სამუელ უმტიტი ჩაანაცვლა. იგივე მდგომარეობაა საფრანგეთის ნაკრებშიც. ლანგლეს თამაშიდან გამომდინარე, დიდიე დეშამი იძულებული გახდა იგი ნაკრებში გამოეძახებინა და აქაც მან უმტიტის ადგილი დაიკავა.

"ვალიადოლიდთან" შეხვედრისას კლემან ლანგლემ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და, ამასთანავე, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა დაცვის ხაზში. ამ ყველაფრის ფონზე სამუელ უმტიტის მომავლის ირგვლივ კითხვის ნიშნები ჩნდება. საინტერესოა, დატოვებს ფრანგი "ბარსელონას" თუ არა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Malcom14
    სტუმარი [?]
    #11 2 ნოემბერი 2019 17:47
    0
    ეიბართან უმტიტი რომ არა ისე ადვილად ვერ მოვიგებდით უმტიტი და ბუსკეცი ერთად 4 კაცს ისე აზღვევენ რომ სივრცეები ფაქტობრივად არ რჩება პირველივე სეზონDი უმტომ დაამტკიცა თავისი კლასი კრაიზეც მაგარი იყო ლიონში თუ გაქვთ გოლი ნანა ხი ტოტენჰემთან მაგარია ძაან საერთო ჯამში ტრამვა რომ არა უმტიტი იქნებოდა ვან დაიკთან ყველაზე ახლოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 2 ნოემბერი 2019 01:13
    2
    კარგი მცველია ლენგლე მარა ბარსას ძირითადში არ უნდა იდგეს კი წინა სეზონში ძაან მაგრად ითამაშა მარა ამ სეზონში რაღაც ვერაა ისეთ ხოდზე იმედია მოუმატებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #9 2 ნოემბერი 2019 00:44
    4
    თუ მცველზე საუბრობთ უმტიტი ბევრად აღემატებოდა ლანგლეს როცა ფორმაში იყო. და არა მარტო ლენგლეს, პიკესაც კი ჩაგრავდა. მარტივად გადახედეთ სტატისტიკას და შეადარეთ უმტიტის და ლანგლეს დროს ბარსას კარში გასული გოლების რაოდენობა.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #8 1 ნოემბერი 2019 22:42
    2
    უმტიტის ცუდ სეზონად არ ღირს მთელი ლენგლეს კარიერა

    უბრალოდ ძალიან მაგრად გაუმართლა.
    Culé [?]
    #7 1 ნოემბერი 2019 20:42
    1
    ციტატა: CHEPE
    ამ ლენგლეს რას უწუნებს ეს ხალხი მოკლედ... პიკე ხო რასამბობ კედელია ბეტონის რაა რამდენ სლეურ შეცდომას უშვებს თუნდაც ოსასუნასთან მოგებული იგრა გაანიავა მისმა ხელბურთაობამ...
    ეგრე პუიოლიც არიყო ბეტონი მაგრამ მწბრძოლი იყო ისეა ლენგლეც ბრძოლაზე მიდის უშიშრად თუნდაც საყვითლედ დაუჯდეს და არც ვემდური ბარსას დაცვას ალბაც შეცდომებს უშვებს მარტო ლენგლეზე ხოარაა ბოლო.ბოლო ლივერპულთან რამდენი მიქარა ალბამ

    არც პიკე და არც ლენგლე არ უნდა იყვნენ ძირითადში, კულიბალი და შკრინიარი იდეალური იქნებოდა, მაგრამ სადაა მაგის შანსი
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    გულშემატკივარი [?]
    #6 1 ნოემბერი 2019 20:14
    2
    გავარტყი ლენგლეს როვა უმტიტია
    Nou kamp
    სტუმარი [?]
    #5 1 ნოემბერი 2019 19:04
    2
    ამ პედრიზე დიდ იმედებს ამყარებენ და ვნახოთ აბა რას იზამს
    ფანი [?]
    #4 1 ნოემბერი 2019 18:55
    7
    უბრალოდ რომ ამბობთ ოპერაცია გაიკეთოსო ეგრე მარტივადაც არაა საქმე,შეიძლება მერე უფრო პრობლემები დაეწყოს როგორც როისს ქონდა, და რომ იძახით თავის დროზე გაეკეთებინა ოპერაციაო მგონი საკუბო კარიერის შეწირვა ჯობდა მსოფლიოს ოქროს შეწირვას( ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე მოვიქცეოდი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 ნოემბერი 2019 18:47
    3
    რაღაც ვერ აქვს რიგზე უმტიტის აშკარად. ხალხი იძახის გაიკეთოს ოპერაცია და ვსო დაისვენებსო ამაზე მარტივი რა არის მაშინ , თავად როგორ ვერ ხვდება? არამგონია მასე იყოს მთლად საქმე
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    [?]
    #2 1 ნოემბერი 2019 18:42
    5
    ზოგადად უმტიტის საუკეთEსო ვერსია რაც მინახავს ამ ლანგლეს ბევრად ჯობდა, სრულყოფილი მცველი იყო. მარა მსოფლიო ჩემპიონატს შეწირა კარიერა. ახლა ევროპის ჩემპიონატი მოდის , კონკურენცია საკმაოდ დიდია. თუ არ წავიდა იანვარში, ყველაფერზე ტრავმები იღო და სკამზე ეგდო 23 კაცშიც არ დაუძახებს დეშამი. ლანგლეს კიდე გარანტირებული აქვს ადგილი. ლაპორტს სერიოზული ტრავმა აქვს, უმტიტი კიდე ფეხბურთელი აღაა ფაქტიურად. უნდა გაყიდონ რა. მაგის ფორმაში შესვლის თეორიული შანსი აღარაა ამ მკვლელ მწვრთნელთან. როტაცია დედაზე რო ააქვს დაგინებული. მოსაყვანია მცველი რომელიც პიკესაც კარგად შეცვლის და ლანგლესაც საჭირო დროს. ან ვაფშე ლანგლეს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. ცაცია არაა საჭირო, ან ისეთი ცაცია როგორიც შკრინიარია ორივე ფეხით რო თამაშობს. თორე პიკეს ადგილს ვერც ლანგლე დაიკავებს და ვერც უმტიტი. შკრინიარი ხიმენესი ან ვინმე ეგეთია მოსაყვანი და არა ლინდელოფი და საშუალო დონის მოთამაშე
    Culé [?]
    #1 1 ნოემბერი 2019 17:54
    7
    უმტიტ მაგრად თამაშობს. გაიკეთოს უმტიტიმ ოპერაცია და ძირითადში იქნება. აქამდე რო გაეკეთებინა ახლა ჩვეულებრივად ითამაშებდა სასტარტოში.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "