როგორ შეუწყო თოვლმა ხელი პედრის "ბარსელონაში" გადასვლას

  • 31-10-2019, 12:01
  • როგორ შეუწყო თოვლმა ხელი პედრის "ბარსელონაში" გადასვლას

    "ლას პალმასის" 16 წლის შემტევი ნახევარმცველი პედრი, მომდევნო სეზონიდან, "ბარსელონაში" ითამაშებს, მაგრამ რომ არა უამინდობა, დიდი ალბათობით, ის კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობდა.

    პედრი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. მან "სამეფო კლუბის" ყურადღება ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში, 15 წლის ასაკში მიიქცია.

    თითქმის 2 წლის წინ, პედრიმ "რეალის" კადეტ A გუნდთან ერთად 2 ვარჯიში ჩაატარა. თუმცა, ძლიერი თოვლის გამო, მან საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ვერ მოახერხა და მადრიდელებმა ის დაიწუნეს.

    მალევე, 2018 წლის ზაფხულში, "რეალი" ახალგაზრდა ფეხბურთელით კიდევ დაინტერესდა, მაგრამ წარსული გამოცდილების გამო, კვლავ დაიწუნა.

    გასულ ზაფხულში, "სამეფო კლუბმა" პედრის შეძენა საბოლოოდ გადაწყვიტა, მაგრამ იმ დროისთვის, ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. 2 სექტემბერს, კატალონიელებმა 16 წლის ფეხბურთელი 5 მილიონ ევროდ გაიფორმეს. "ბლაუგრანას" ის მომდევნო სეზონიდან შეუერთდება.

    მიმდინარე სეზონში, ასაკის მიუხედავად, პედრი "ლას პალმასის" სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. 13 ტურში მან 10-ჯერ ითამაშა, ათივეჯერ ძირითად შემადგენლობაში და 3 გოლის გარდა, თავი 2 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    31 ოქტომბერი 2019 16:28

    წარმატებები პედრის მომავალი სეზონიდან

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    gabe-barca გულშემატკივარი [?]

    31 ოქტომბერი 2019 14:43

    Kai taoba modis barsashi dro la masiam tavi gamoichinos

    4
    გასულია
    nikusha გულშემატკივარი [?]

    31 ოქტომბერი 2019 12:31

    და ხალხს რომ კითხო თოვლს ჯობია უნალექო ამინდიო, ვოტ ტაკ ხომ დავამტკიცე რომ თოვლიანი ამინდი საუკეთესოა ვიდრე ერთი ჩვეულებრივი მზიანი დღე (რომელიც საქართველოში არ გვაკლია განსაკუთრებით გაზაფხულ-ზაფხულში და ზოგჯერ შემოდგომაზე ხანდახან ზამთარშიც) ამიტომ ზამთრის თვეებში უნდა იყოს თოვლი. ცივ თვეებში უნდა მოდიოდეს თოვლი


    პ.ს. დღეს ანსუ ფატი 17 წლის გახდა

    9
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა

    პარტნიორები

    Flashscore.ge