ფაქტები და ციფრები სეზონის პირველი ნახევრიდან

ფაქტები და ციფრები სეზონის პირველი ნახევრიდან

პარასკევს, "მალაგაზე" გამარჯვებით "ბარსამ" რამდენიმე რეკორდი მოხსნა:

– "ბარსელონას" ბურთების შეფარდება +50–ია. მათ 61 გოლის გატანა მოახერხეს, ხოლო 11 მიიღეს საკუთარ კარში.

– შესაძლო 57 ქულიდან გუნდმა 52 ქულა მოიპოვა – ლა ლიგას ახალი რეკორდი.

– "ბარსას" წაუგებელი მატჩების სერია გრძელდება. უკვე 28 თამაშია კატალონიელები არ დამარცხებულან. ამ მაჩვენებლით მათ კლუბის 1974 წლის რეკორდი მოხსნეს.

– ლა ლიგაში წაუგებელი 13 მატჩი. 2005-06 წლების რაიკაარდის "ბარსელონას" რეკორდი მოხსნილია.

– ორად ორი ფეხბურთელი, რომლებიც ლიგის ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ არიან ვიქტორ ვალდესი და ანდრეს ინიესტა.

– ანდრეს ინიესტამ 2006–07 წლების საკუთარი რეკორდი გაიმეორა, გაიტნა რა 6 გოლი მიმდინარე სეზონში.

– ბოლო ოთხი თამაშიდან პედრომ ყველაში შეძლო გოლის გატანა. მის ანგარიშზე 14 მატჩში 15 გოლია. აქედან 9 გოლი მან ლა ლიგას 8 თამაშში გაიტანა.

– სერხიო ბუსკეტსმა ყველაზე ბევრჯერ წაართვა ბურთი "მალაგას" ფეხბურთელებს. აქედან მის ერთ–ერთი ართმევას კატალონიელების მიერ მეორე გოლის გატანა მოჰყვა.

– ჩავიმ ყველაზე მეტი, 135 გადაცემა განახორციელა თამაშის განმავლობაში. აქედან 122 ზუსტი აღმოჩნდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.