ერიკ აბიდალი ბრაზილიაში 3 ახალგაზრდა ფეხბურთელს დააკვირდა

ერიკ აბიდალი ბრაზილიაში 3 ახალგაზრდა ფეხბურთელს დააკვირდა

ერიკ აბიდალი ბრაზილიაშია - "ბარსელონას" სპორტული დირექტორი Globo Esporte-ს კამერამ სან პაულოში დააფიქსირა. მათი ინფორმაციით, აბიდალი თავის თანაშემწესთან, რამონ პლანესთან ერთად "სან პაულოსა" და "ატლეტიკო მინეიროს" თამაშზე სამ ფეხბურთელს დააკვირდა. 

ფრანგის ინტერესში ეს მოთამაშეები შედიან - 20 წლის შემტევი ნახევარმცველი იგორ გომესი, 19 წლის ვინგერი ანტონი და 21 წლის ნახევარმცველი ლისიერო. 

აღნიშნული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 2-0 დასრულდა, ინტერესის სფეროდან კი თავი გომესმა გამოიჩინა, რომელმაც ჯერ თვითონ გაიტანა, ხოლო შემდეგ თანაგუნდელს გაატანინა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #1 29 ოქტომბერი 2019 01:52
    0
    სავარაუდოდ ახალი დუგლასები იქნებიან თორე ბოლო დროს ბრაზილიელ მართლა ტალანტებს რეალი პოულობს და მიყავს კიდეც. პროსტა სკამზე ალპობს თორე :D როდრიგოს რო კაცი ვერ გამოიყენებს და ბეილი-ვასქესს გადაყვება..