ტერ შტეგენი: "ბარსელონადან" წასვლას ვაპირებდი

  • 26-10-2019, 21:06
  • ტერ შტეგენი: "ბარსელონადან" წასვლას ვაპირებდი

    "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში გატარებული პირველი 2 წლის შემდეგ, ის გუნდის გამოცვლაზე ფიქრობდა და ამის შესახებ მან "ბლაუგრანას" წარმომადგენლებსაც აცნობა.

    ტერ შტეგენი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა. პირველი 2 წლის განმავლობაში ის, ძირითადად, კლაუდიო ბრავოს რეზერვისტი იყო. გერმანელ მეკარეს სათამაშო დრო მხოლოდ ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე ეძლეოდა.

    სათდარიგოთა სკამზე 2 წლის გატარების შემდეგ, ტერ შტეგენმა "ბარსელონას" აცნობა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, ის სხვაგან წავიდოდა. შედეგად, კატალონიელებმა კლაუდიო ბრავო "მანჩესტერ სიტიში" გაყიდეს და გერმანელი პირველ მეკარედ აქციეს.

    "პირველი სეზონის შემდეგ, კლუბს მკაფიოდ განვუცხადე, რომ შექმნილი სიტუაციით ბედნიერი არ ვიყავი. მეორე სეზონის შემდეგ, მე მათ ვუთხარი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და სხვა გუნდში გადასვლას ვაპირებდი." - განაცხადა ტერ შტეგენმა ჟურნალ 11Freunde-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

    საბოლოოდ, ტერ შტეგენი "ბარსელონას" პირველ ნომრად იქცა და დღეს ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    27 ოქტომბერი 2019 13:11

    ძალიან მაღალი დონეა. როდის იყო ბოლოს რო ბარსას ნ1 მეკარე ყავდა? 10 ულშიც არ შედიოდნენ ხოლმე ბარსას მეკარეები. სამაგიეროდ მწვრთნელი ყავს ეხლა 100 ეულშიც რო ვერ შედის. ბრავო დამენანა მაშინ ძალიან მაგრად იდგა, სასწაულებს აკეთEბდა, რეალთან 0-4 ზე რა ბურთები აიღო. მარა შტეგენი მომავალი იყო. ბრავოს სადღაც 1 წელი რჩებოდა მაღალ დონეზე თამაში. კი ვნახეთ სიტიში კატასტროფულად იდგა იმ წელს.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    27 ოქტომბერი 2019 05:04

    კიდე კაი ბრავოს სასიკეთოდ არ გადაიხარა ხელმძღვანელობა

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    BEQA BARCA გულშემატკივარი [?]

    26 ოქტომბერი 2019 21:53

    საუკეთესო...

    3
    გასულია
    jack slater ფანი [?]

    26 ოქტომბერი 2019 21:50

    ერთ ერთი საუკეთესო არა, მარკ ანდრე საუკეთესოა!!!

    4
    საიტზეა
    nika 54 Culé [?]

    26 ოქტომბერი 2019 21:29

    "სათდარიგოთა სკამზე 2 წლის გატარების შემდეგ, ტერ შტეგენმა "ბარსელონას" აცნობა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, ის სხვაგან წავიდოდა. შედეგად, კატალონიელებმა კლაუდიო ბრავო "მანჩესტერ სიტიში" გაყიდეს და გერმანელი პირველ მეკარედ აქციეს"

    ეს მთლად ასე არ არის, ბრავო პეპმა გადაიბირა, და თვითონ ბრავოს ოჯახსაც უნდოდა ინგლისში ცხოვრება, (ბავშვებისთვის ინგლისურის სწავლა), კარგად მახსოვს თვითონ ბრავოს ინტერვიუ. ისე რო ბარსა ნუ დაიბრალებს შტეგენის გულისთვის ბრავოს მოშორებას, მისი ავტორიტეტი და გამოცდილება მაშინ საკმაოდ მაღალი იყო.

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge