ლუის სუარესი ნაკრებში გამოიძახეს

ლუის სუარესი ნაკრებში გამოიძახეს

"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ეროვნულ გუნდში ისევ გამოიძახეს.

ცოტა ხნის წინ, ოსკარ ტაბარესმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ნოემბრის სანაკრებო თამაშებისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ. მათ შორისაა სუარესიც.

ურუგვაი 15 ნოემბერს უნგრეთს დაუპირისპირდება. მე-2 მეტოქის ვინაობა ჯერ ცნობილი არაა.

ლუის სუარესმა, ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრების დროს დაისვენა, რისი მიზეზით მისთვის შედგენილი მკურნალობის სპეციალური კურსი იყო.

32 წლის ფეხბურთელს, ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 111 თამაშში 58 გოლი აქვს გატანილი და ის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Lukito
    სტუმარი [?]
    #2 27 ოქტომბერი 2019 13:28
    0
    ჯეკაა შე თესლოო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 ოქტომბერი 2019 04:44
    0
    იმედია ტრამვის გარეშე დაბრუნდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued